You are here
ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია – ხელისუფლება ფიქრობს, რომ 740 მილიონი ლარით მეტს დახარჯავს… ეკონომიკა მთავარი 

ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია – ხელისუფლება ფიქრობს, რომ 740 მილიონი ლარით მეტს დახარჯავს…

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს.

„დღეს ჩვენ ვიხილავთ ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიას. ამ ბიუჯეტმა სრული ციკლი გაიარა და ეს ერთერთი საუკეთესო ვარიანტია, რაც ფინანსთა სამინისტროს ჩვენთვის შეიძლება წარმოედგინა. ბიუჯეტი დაგეგმილია 3%-იან დეფიციტზე, 4, 5 %-იან შიდა პროდუქტის ზრდაზე და პრაქტიკულად, იმ ვარიანტით, რომელიც არის წარმოდგენილი, მთავრობა, ხელისუფლება ფიქრობს, რომ 740 მილიონი ლარით მეტს დახარჯავს მომავალ წელს, ვიდრე წელს იხარჯება. ჩვენ, შიდა სტრუქტურული გათვლებით ვნახეთ, რომ მილიარდ 600 მილიონ ლარზე მეტი არის გათვალისწინებული იმისათვის, რომ ბიზნეს, ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტები განხორციელდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ დამატებითი ბიზნეს აქტიურობა, დამატებითი სამუშაო ადგილები და მეტი პროექტები იქნება ამ ქვეყანაში. ეს მხოლოდ ერთი ნაწილია ამ ბიუჯეტის, რის გამოც მე ვფიქრობ, რომ ბიუჯეტის ამ ვერსიას მხარი უნდა დავუჭიროთ.“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა. „ბიუჯეტის საბოლოო ნაწილში აისახა იმ ცვლილებების ეფექტები, რომელიც 2017 წლის ბიუჯეტში შევიდა და ასევე ის სტრუქტურული ცვლილებები, რომელიც განხორციელდა საქართველოს მთავრობის მიერ,“-განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მომხსენებელმა ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საბიუჯეტო დეფიციტი 3%-ის ფარგლებშია დაგეგმილი და მაკროპარამეტრები დაგეგმილი საბიუჯეტო დეფიციტის კლებადი ტენდენციის გამო  მომდევნო წლებში 2,5 %-მდე მცირდება.

ფინანსთა მინისტრმა ბიუჯეტის შემოსულობების და ხარჯვითი ნაწილის მონაცემები წარადგინა. მისი განცხადებით, საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 298.0 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის:

  • შემოსავლები – 10 120.0 მლნ ლარი;
  • საგადასახადო შემოსავლები – 9 470.0 მლნ ლარი (მშპ-ს4%), მათ შორის:
  • საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 780.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის9 პროცენტს შეადგენს;
  • მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 1.6 პროცენტია;
  • დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 390.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის9 პროცენტს შეადგენს;
  • აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 450.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის6 პროცენტს შეადგენს;
  • იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 0.1 პროცენტს შეადგენს;
  • სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 0.4 პროცენტს შეადგენს.
  • გრანტები – 265.0 მლნ ლარი, მათ შორის საბიუჯეტო გრანტები0 მლნ ლარი, ხოლო საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტები 165.0 მლნ ლარი;
  • სხვა შემოსავლები0 მლნ ლარი

არაფინანსური აქტივების კლების სახით მისაღები თანხების გეგმა განსაზღვრულია 60.0 მლნ ლარის ოდენობით; ფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი განისაზღვრა 80.0 მლნ ლარის ოდენობით; ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა კი 2 038.0 მლნ ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 12 364.6 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 10 911.6 მლნ ლარს, გრანტები – 165.0 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები -1 288.0 მლნ ლარს.

არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გათვალისწინებულია 1 433.2 მლნ ლარი, ხოლო ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გამოყოფილია – 636.7 მლნ ლარი; ვალდებულებების კლება შეადგენს 790.1 მლნ ლარს, საიდანაც 725.0 მლნ ლარი მიმართული იქნება საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვაზე, ხოლო 65.1 მლნ ლარი – საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების და დავალიანების დაფარვაზე.

Comments

comments

Related posts