Home » მთავარი » მტკვრის ქუჩაზე აღმოჩენილი ძველი აგურის წყობით ნაშენი კედლები

მტკვრის ქუჩაზე აღმოჩენილი ძველი აგურის წყობით ნაშენი კედლები

მტკვრის ქუჩის N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საინჟინრო-საკომუნიკაციო სამუშაოების წარმოებისას აღმოჩენილი ძველი აგურის წყობით ნაშენი კედლების ისტორიული კვლევა მიმდინარეობს.

ფაქტის შესწავლის მიზნით, დღეს ადგილზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

სპეციალისტების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ აღნიშნული აგურის კედლის წყობა ისტორიულად შესაძლოა, მე-19 საუკუნის კოლექტორი იყოს, რომელიც საკომუნიკაციო სისტემებით მტკვარს უერთდებოდა. კოლექტორი საბჭოთა პერიოდში დაზიანდა, თუმცა მისი ძირითადი ნაწილი შემორჩენილია.

თბილისის მერიისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთა შეთანხმებით, ერთი კვირის ვადაში, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო მოამზადებს მიდგომას, თუ როგორი ფორმით წარიმართება შემდგომი სამუშაოები. გამოითქვა სურვილი, რომ აღნიშნული ისტორიული ნაწილის ვიზუალიზაცია მოხდეს და მისი კონსერვაცია ჩატარდეს.

ისტორიული კვლევის დასრულებამდე, უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნული ტერიტორიის შემოღობვა მოხდება, ხოლო შემდგომი სამუშაოები საბოლოო დასკვნის მიხედვით გაგრძელდება.

Facebook Comments
x

Check Also

მეტრეველი კუხიანიძისთვის დეპუტატის უფლება-მოსილების შეჩერაბას ითხოვს

ერეკლე კუხიანიძის ფეისბუქით გავრცელებულ სტატუსს http://www.gmtv.ge/68691-2/ “ლეიბორისტული პარტიის” ანალიტიკური მდივანი ნინო მეტრეველი ეხმიანება და მისთვის ...