Home » მთავარი » “ვინ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში”

“ვინ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში”

“ვინ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში”- “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ამ თემაზე დღეს ახალ ანაგარიშს წარადგენს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კვლევა 1 ივნისიდან 1 ნოემბრამდე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდს მოიცავს.

ორგანიზაციის ანალიტიკოსის ლევან ნატროშვილის ინფორმაციით, კვლავ არის შენარჩუნებული ტენდენცია, როდესაც მმართველ პარტიას ყველაზე დიდი რაოდენობის შეწირულება აქვს. ასევე არსებობს შემთხვევები, როდესაც შემომწირველები მმართველ პარტიასთან ბიზნეს ინტერესებითაა დაკავშირებული.

ლევან ნატროშვილის განცხადებით, ცალკეულ შემთხვევებზე შესაძლოა არსებობდეს პოლიტიკური კორუფციის რისკები და თუ პროკურატურა დაინტერესდება, შესაძლებელია საეჭვო გარემოებები უკეთ გამოიკვეთოს. ნატროშვილი ასევე საინტერესოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ცალკეული ბიზნესმენები 2012 წლამდე, პარტია „ნაციონალური მოძრაობის” შემწირველები იყვნენ, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი იგივე ბიზნესმენები „ქართული ოცნების“ შემწირველები გახდნენ.

Facebook Comments
x

Check Also

ვიკიპედია – ახალი ოსები — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, (ლაფანაანთკარის თემი)

ვიკიპედია ახალ მონაცემებს აქვეყნებს: ახალი ოსები[2] — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, (ლაფანაანთკარის თემი). მდებარეობს მდინარე ...