Home » მთავარი » „აუცილებლად დავბრუნდები აფხაზეთში! როცა მამას ვიპოვი, აფხაზეთში დავასვენებ…“

„აუცილებლად დავბრუნდები აფხაზეთში! როცა მამას ვიპოვი, აფხაზეთში დავასვენებ…“

არიან ადამიანები, რომელთაც საზოგადოება იცნობს მისი მიღწევების და ცხოვრების გამო, თუმცა ბევრმა არ იცის მათი მეორე მხარე…ასეთი ადამიანია ლუკა კურტანიძეც. მისი სახელის და გვარის ხსენებისას ყველას თვალწინ ძლიერი სპორტსმენი და მრავალგზის ჩემპიონი ესახება, მაგრამ…

…მაგრამ ლუკა კურტანიძეც ჩვეულებრივი ადამიანია, მასაც აქვს ოცნება, მისწრაფება, მასაც შენიშნავთ თვალზე ცრემლს და განსაკუთრებით მაშინ, როცა მის ნატვრაზე საუბრობს.

– „წლების განმავლობაში მამას ვეძებდი. წლების განმავლობაში სულ მეგონა, რომ ვარჯიშის მერე დარბაზში მამა შემოვიდოდა…ასე გავიდა წლები…

მე ვარ ადამიანი, რომელიც არასდროს ყრის ფარხმალს, მინდა ვუთხრა მთელ საქართველოს და აფხაზ ძმებს, როცა მამას ვიპოვი, აუცილებლად აფხაზეთში დავასვენებ. მე აუცილებლად დავბრუნდები აფხაზეთში! აუცილებლად ვიპოვი მამის ცხედარს და ის დარჩება აფხაზეთში. არ მოვწყვეტ აფხაზეთის მიწა-წყალს, რადგან მის საძებრად ყოველთვის ჩავალ აფხაზეთში.“

ამ სიტყვების მოსმენისას გინდა მთელი ხმით შენც იყვირო-აფხაზეთი საქართველოა! მე ჩავალ სოხუმში!

Facebook Comments
x

Check Also

“თუკი კიდევ ერთხელ “ქართული ოცნება” ჩააგდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება დიდი დარტყმა

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებების კიდევ ერთხელ ჩაგდება დიდი დარტყმა ...