Home » ინტერვიუ » როცა ენას ძალი არ აქვს, შეუძლია ყველაფერი სთქვას ადამიანმა, ასათიანის გამარჯვება ეჭვგარეშეა!

როცა ენას ძალი არ აქვს, შეუძლია ყველაფერი სთქვას ადამიანმა, ასათიანის გამარჯვება ეჭვგარეშეა!

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს ადვოკატთა არჩევნები ჩატარდა გამჭვირვალედ და მისი ლეგიტიმურობა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა და შესაბამისად ეჭვქვეშ ვერ დადგება. მისივე თქმით, მეორე ტურის შემთხვევაშიც დავით ასათიანი დიდი უპირასტესობით გაიმარჯვებს.

-ბატონო გიორგი, ჩატარდა ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავჯდომარის არჩევნები, როგორ ფიქრობთ, რამდენად ობიექტური იყო ეს არჩევნები?

– მოგეხსენებათ, არჩევნები ჩატარდა ღიად და გამჭვირვალედ, დავით ასათიანმა ძალიან დიდი მხარდაჭერა მიიღო, მან 1128 ხმა დააგროვა და კონკურენტებს დიდი უპირატესობით მოუგო. არჩევნებში ყველა თავჯდომარეობის კანდიდატს კომისიაში თავისი წარმომადგენელი ჰყავდა. ამასთან ერთად, აღანიშნავია, ის რომ დავით ებრალიძემ დავით ასათიანს გამაჯვება მიულოცა, სხვებმაც მიბაძეს მათ, დამარცხებულებმა ღირსეული გამარჯვება მიულოცეს ასათიანს, თუმცა ყველას ამას ვერ მოსთხოვ.

–როგორც აცხადებენ, არჩევნების დროს ბიულეტენები მოიპარეს და გაააყალბეს, ამბობენ, რომ თიოთქოსდა ხატიაშვილმა კოსტუმში დამალა ბიულეტენები…

-ზაზა ხატიაშვილის მიმართ ასეთი განცხადება არის უსაფუძვლო და ყოველგვარ რეალობას მოკლებული, ეს სამარცხვინოა, ეს არის ტყუილი და უბრალოდ სასაცილოა, ვინც ასეთი რამ განაცხადა ზაზა ხატიაშვილის მიმართ. ეს მიმართული იყო ნებით თუ უნებლიედ ადვოკატთა ინსტიტუტის დისკრინაციისათვის საზოგადოების თვალში და ამ ინსტიტუტის დაშლისაკენ.

-და მაინც, რა მოხდა ადვოკატთა არჩევნებზე?

-როცა კენჭისყრა დამთავრებული იყო, საარჩევნო ყუთები დალუქული და მას იცავდა დაცვა, ერთ ადვოკატს, რომელიც წარმოადგენდა ერთ-ერთი დამოუკიდებელი ადვოკატის კომისიის წევრს და მხარდამჭერს ხელში ეჭირა ბიულეტენი , რასაც მოჰყვა ზოგიერთი ოპონენტისაგან სხვადასხვა ინტერპრეტაცია… ფაქტია, რომ ეს ქალბატონი არ იყო დავით ასათიანის კომისიის წევრი , ისმის კითხვა ვის სჭირდებოდა ეს ? როდესაც დავთ ასათიანი 500-ზე მეტი ხმით უგებს მის ოპონენტებს ლევან ჯანაშიას, რომელმაც საბოლოო ჯამში თუ არ ვცდები მიიღო 633 ხმა, ხოლო დავით ასათიანმა 1128 ხმა.

-მაშინ რატომ ისმოდა ბრალდებები დავით ასათიანისა და ზაზა ხატიაშვილის მიმართ?

-როცა ენას ძალი არ აქვს, შეუძლია ყველაფერი თქვას ადამიანმა, ადამიანს დააბრალო დათვი ხარო და და ამტკიცო დათვი არა ვარო, ეს ერთგვარი მანიპიულაციაა საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად

-საჭიროა თუ არა მეორე ტური?

-როგორც საარჩევნო კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას და მიზანშეწონილად მიიჩნევს მეორე ტურის დანიშვნასთან დაკავშირებით ასოციაციის თავჯდომარის კანდიდატთა შორის, დავეთანხმებით რადგანაც ჩვენ საწინაღმდეგო არაფერი გავქვს, მივიღებთ ამ გამოწვევას, როგორც დღეს მივიღეთ მაღალი შედეგი, ისეთივე მაღალ შედეგს მივიღებთ მეორე ტურში ადვოკატების მახარდაჭერით. ამჟამად მიმდინარეობს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის და სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატთა ხმების დათვლა, რომლებთაც კანონის შესაბამისად აიჩევა ხმათა უბრალო უმრავლესობით.

-თუ დავით ასათიანის ოპონენტმა უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობაზე და აირჩია სასამართლოში გასაჩივრების გზა ?

-ვინ რა გზას აირჩევს ყველა თავად წყვეტს თავის არჩევანს და ეს მისი უფლებაა, თუ მართლაც ჩვენს ოპონენტებს აწუხებს სამართლიანი არჩევნების ჩატარების ბედი და სურვილი აქვთ კიდევ ერთხელ გამოსცადონ თავიანთი შესაძლებლობები ვფიქრობ ამაზე კარგი საშვალება ჩატარდეს მეორე ტური დადგენილი წესით თავმჯდომარეთა შორის ამაზე კარგი საშვალება არ არსებობს, ხოლო სხვა შემთხვევაში სასამართლოს გზით წასვლა გამოიწვევს ასოციაციის მუშაობის მეტნაკლებად შეფერხებას და შეფასდება ადვოკატების ნაწილის მხრიდან ადვოკატთა ინსტიტუტის დაშლის მცდელობათ, რასაც ადვოკატთა კორპუსის უმრავლესობა არ დაუშვებს.

-თქვენ პირადად მხარს ვის უჭერთ?

–მე გახლავართ დავით ასათიანის გუნდის წევრი და წარდგენილი ვარ კანდიდატად აღმასრულებელ საბჭოში. მონაწილეობა არჩევნებში მივიღე, რომლის შედეგებსაც ველოდებით. ადვოკატთა კორპუსმა ჯერ კიდევ 2013 წლის ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში პირადათ მე, გამომიცხადა ნდობა და ოთხი წელი ვიყავი არჩეული აღმასრულებელ საბჭოში, ამ არჩევნებზე ადვოკატთა კორპუსი თუ კვლავაც გამომიცხადებს ნდობას და დავაგროვებ გამსვლე ხმების ოდენობას კვლავა არჩეული ვიქნები ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში, რაც ჩემთვის დიდი პატივი იქნება და პასუხისმგებლობა პირველ ყოვლისა კოლეგების წინაშე. და ამასთანავე ალბათ შესაბამისი ტესტიც.

-როგორ ფიქრობთ, მეორე ტურის შემთხვევაში დავით ასათიანი გაიმარჯვებს

-ის მაღალი მხარდაჭერა, რაც ვიგრძენით ადვოკატთა კორპუსისაგან, რაც აისახა ასევე ხმების როდენობაში, თავისთავად მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ეჭვგარეშეა დავით ასათიანი მეორე ტურის შემთხვევაშიც დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...