Home » მთავარი » ქვეყანაში, სადაც უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობაა, ვიღებთ ახალგაზრდობის მოსპობის კანონს!

ქვეყანაში, სადაც უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობაა, ვიღებთ ახალგაზრდობის მოსპობის კანონს!

ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, ბოლო დროს მიღებულ კანონებს და ნარკოტიკების ლიბერალიზაციას თემურ შაშიაშვილი დანაშაულად მიიჩნევს და ამბობს, რომ ქვეყნის გადარცენა მხოლოდ ქართულ გზაშია.

-ბოლო პერიოდში ხშირად ისმის კითხვები – „რა დაგვიშავა საქართველომ?!.“ „ რა დაგიშავათ საქართველომ?“

პირველ კითხვას გულდამწვარი ქართველები სხვამენ, რომლებმაც იციან ისტორია და ხედავენ მომავალს, მეორეს კი ჩვენი მეგობრები გვეკითხებიან…

მართლაც, რა დაგვიშავა საქართველომ, ან რის ფასად ვიღებთ იმ კანონებს, რომელთაც საფუძველშივე შეარყიეს ის, რასაც ქართული ჰქვია! შეარყიეს ქართული ცნობიერება, ქართული ფილოსოფია, ქართული ტრადიციები!

როცა კანონს ვიღებდით ეკლესიასთან დაკავშირებით, მეგონა ამით რაღაც დასრულდებოდა, მაგრამ მწარედ შევცდი-იმით დაიწყო! ვინც ეს დაგეგმა, დაგეგმა სწორად! რაზე დგას ქვეყანა? ქვეყანა დგას რწმენაზე, მომავალზე, ახალგაზრდობაზე, განათლებაზე, მეცნიერებაზე, კულტურაზე, მოაზროვნე ადამიანებზე.

ეკლესიაზე მიღებული კანონით უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენეს ეკლესია და რომ არა ჩვენი პატრიარქი, რომ არა სამღვდელოების წარმომადგენლების მაღალი ავტორიტეტი, ვერც ერთი ეკლესია ვერ გაუძლებდა იმას, რასაც ჩვენი ეკლესია უძლებს…სწორედ პატრიარქის დამსახურებაა, რომ ქართული ეკლესია ვერ შეარყიეს, მაგრამ უსერიოულესი დარტყმა მიაყენეს, ცდილობენ შიგნიდან დაანაწევრონ, „ფული ჯოჯოხეთს ანათებსო“ და სამწუხაროდ ბევრი პიროვნებაც გადაიბირეს.

უდიდესი დარტყმა მიაყენეს მეცნიერებას, მწერლობას, მხატვრობას, კულტურას და კანონები მიიღეს ისეთი, რომ გარედან დაფინანსებული ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია უფრო მეტ გავლენას ახდენს ქართულ ცხოვრებაზე, ვიდრე  ქართული მწერლობა და კულტურა. ეს ხომ კატასტროფაა!

ნახეთ რა მდგომარეობაშია ახალგაზრდობა! ახალი უნივერსიტეტების აშენებას ვაპირებთ და ნახეთ რა მდგომარეობაშია ძველი უნივერსიტეტები!

ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში რომელიმე ნარკოტიკის დაკანონებაზე შეიძლებოდა ყოფილიყო ოდესმე საუბარი. ახალგაზრდობა, რომელიც მუდამ სადარაჯოზე იდგა, იცავდა ეკლესია, ენას, მამულს, სარწმუნოებას, იმდენად დაანაწევრეს, რომ მათი ჯანსაღი ხმა აღარ ისმის. სად არის დღეს ახალგაზრდობის ხმა? აი ამ ჯანსაღი ხმის ჩახშობაა ქვეყანაზე დიდი დარტყმა!

სულ ვფიქრობ, რა დაგვიშავა საქართველომ ასეთ კანონებს რომ ვიღებთ? რა დაგვშავა ქვეყანამ, რომ ვყიდით მოქალაქეობას? ვყიდით ტყეებს? ვიღებთ საშინელ კანონებს და ვტრაბახობთ, რომ საქართველოში ბიზნესწარმოებაა ადვილი, ანუ შენი ქვეყნის გაყიდვაა ადვილი!

აბა შედით იუსტიციის სახლში და ნახეთ ვინ ყიდულობს ჩვენს ტერიტორიებს! ქართველი კაცი ლუკმა-პურის საშოვნელად წავიდა ქვეყნიდან და სხვა შემოვიდა, უცხო ტომელი!..

ქვეყანაში, სადაც უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობაა, ვიღებთ ახალგაზრდობის მოსპობის კანონს!

მე არაერთი დეპუტატი შემხვედრია და უთქვამს-რა ვქნა, იძულებული ვიყავითო! და ახლაც იტყვის-რა ვქნათო! მაგრამ ამ ქვეყანამ რა ქნას, ბატონებო! რაც დრო გადის ქართველი კაცი უფრო და უფრო ცუდად ცხოვრობს და თქვენ უფრო და უფრო კარგად ცხოვრობთ! რა ვქნათ, საკუთარი სკამებისთვის და კეთილდღეობისთვის გავწიროთ და გავანადგურო ქყვეყანა?

ჩვენ, მეც, თქვენც დანაშაულის მონაწილეები ვართ, რადგან თუ ხმას არ ამოვიღებთ, თუ „მერე რას“ არ გავაპროტესტებთ, დამნაშავეები ვართ!

ჩვენ ვერც კი ვხედავთ როგო ვცილდებით აფხაზებს და ოსებს! არასდროს აფხაზეთში არ მიიღებენ ისეთ კანონებს, როგორებიც ჩვენ მივიღეთ!

მე ვხედავ, თუ ამ გზით წავედით ნატოშიც შევალთ და ევროკავშირშიც, მაგრამ რის ფასად? იმის ფასად რომ საქართველო არ იყოს? მაშინ ნამდვილად არ ღირს!

მოუსმინეთ ილია ჭავჭავაძეს, ვაჟა-ფშაველას…“საქართველო უპირველეს ყოვლისაო“ გალაქტიონმა განაცხადა და სწორედ ეს არის დღეს მთავარი, სხვა გამოსავალი არ არის!

ნებისმიერი ქვეყანა საქართველოში ფიქრობს თავის ინტერესზე, საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ქვეყანაში და ქართულშია, ქვეყნის გარეთ მხოლოდ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები. ჩვენი გზა მხოლოდ ქართულია!

როდემდე? რა დაგვიშავა ქვეყანამ რომ ასე ვიქცევით!

Facebook Comments
x

Check Also

“თუკი კიდევ ერთხელ “ქართული ოცნება” ჩააგდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება დიდი დარტყმა

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებების კიდევ ერთხელ ჩაგდება დიდი დარტყმა ...