Home » მთავარი » ისრაელ-პალესტინის დაპირისპირება, ორმხრივი შეტევები – მეტი გააზრება გვმართებს !

ისრაელ-პალესტინის დაპირისპირება, ორმხრივი შეტევები – მეტი გააზრება გვმართებს !

ამირან სალუქვაძე

სამხედრო ექსპერტი, გენერალი

ისრაელ-პალესტინის დაპირისპირება, ორმხრივი შეტევები. ისრაელის მიმართულებით სარაკეტო შეტევები განხორციელდა, რომელთა სრულად განეიტრალება საჰაერო თავდაცვამ ვერ შესძლო.

საპასუხოდ ისრაელმა საავიაციო იერიშები მიიტანა პალესტინის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე.

იერუსალიმის თემაზე ვაპირებდი სრულად დაწერას, თუმცა საკმარისად ითქვა და დაიწერა ჩვენთანაც, მსოფლიოშიც, მეც მქონდა ინტერვიუ.
ერთს დავატებ მათთვის, რომლებიც მხოლოდ აღიარება- არაღიარების ჭრილში უყურებენ ყველაფერს.

პრობლემა მხოლოდ აღიარების კუთხით არ იქნება, სხვა ტიპის საფრთხეები იქნება მოსალოდნელი, თუ დაუფიქრებლად ვიმოქმედებთ. ენამ თუ ტვინს გაუსწრო სიჩქარეში, კბილებმა უნდა შეაკავოს, რათა უკბილოდ არ დავრჩეთ.

როცა მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან ძალიან მწვავე რეაქციებია, მეტი გააზრება გვმართებს და ნაკლებად უნდა გვადარდებდეს რას წერს შმულევიჩი ან სხვა ვინმე. ისრაელის მთავრობასთანაც სამუშაოა, რა თქმა უნდა.

ამიტომ იყო, როცა მხარი დავუჭირე პრემიერის განცხადებას ამ საკითხზე და იმედია შემდგომში აჟიოტაჟი აღარ იქნება.

რაც შეეხება ვითარებას, ის უფრო მეტად გამწვავდება. მიაქციეთ ყურადღება რა გადაწყვეტილება მიიღო არაბულ სახელმწიფოთა ლიგამ: საუბარია ამერიკისთვის სანქციების დაწესებაზე. ბევრს გაეცინება, მაგრამ წარმოიდგინეთ ჩვენს შემთხვევაში რა ზომები შეიძლება გატარდეს. ასე რომ, მეტი მოთმინება…

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა გამართა.  ირაკლი ღარიბაშვილმა ინგრიდა ლევრენესს  საქართველოს ...