Home » მთავარი » სად არის ნებადართული გარევაჭრობა ახალ წელს…

სად არის ნებადართული გარევაჭრობა ახალ წელს…

დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში გარევაჭრობისთვის სპეციალური ადგილები გამოიყო, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გარევაჭრობა დედაქალაქში შესაბამის ლოკაციებზე 18 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით იქნება ნებადართული.

კერძოდ, საახალწლო გარევაჭრობისთვის ადგილები დედაქალაქში შემდეგ მისამართებზე გამოიყო:

გლდანი-ნაძალადევი:

მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორია; მარატ ნოზაძის ქუჩა;

მუხიანი: დუმბაძის გამზ. II მრ/რ;

თემქა: ყოფილი V სამშობიაროს მიმდებარედ;

გურამიშვილის გამზირი;

დიდუბე:

„დინამოს“ ბაზის მიმდებარედ: პაიჭაძის და მიქელაძის ქუჩების კვეთა;

დიდუბის მეტროს მიმდებარედ (ოკრიბა): ტრანსპორტის ქუჩა;

დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ: წინამძღვრიშვილის, აბასთუმნისა და თევდორე მღვდლის ქუჩები;

ვაკე-საბურთალო:

„დელისის“ მეტროს მიმდებარედ;

მეტრო „ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარედ;

ყოფილი საბურთალოს ბაზრის მიმდებარედ: შარტავას ქუჩა;

სპორტის სასახლის მიმდებარედ;

ისანი-სამგორი:

ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ: მეველეს ქუჩა;

ვაზისუბანი: I მრ/რ. მე-12 კორპუსის მიმდებარედ;

ვაზისუბანი: ვ. კუპრაძის ქუჩა N10;

მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარედ: ჯავახეთის ქუჩა;

მერის მოადგილის თქმით, აღნიშნულ ლოკაციებზე უსაფრთხოებასა და ზედამხედველობას მერიის შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...