Home » მთავარი » ” უგულავა-ნარმანიას ახლობლების დასასაქმებელი „უსაქმურობის კომისია“ კიდევ 26 ჰქონდათ…”

” უგულავა-ნარმანიას ახლობლების დასასაქმებელი „უსაქმურობის კომისია“ კიდევ 26 ჰქონდათ…”

მიხეილ მუმლაძე
ა(ა)იპ „ჩვენი საქართველო“-ს ლიდერი
პოლიციისა და იუსტიციის
ვიცე-პოლკოვნიკი

რა ეშველება უგულავას და ნარმანიას მიერ შექმნილ ძაღლების სასეირნო კომისიას?..

თბილისის მერიაში უგულავას და ნარმანიას მერობის დროს ყოფილა სპეციალური კომისია, რომელსაც ევალებოდა ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ძაღლების გასასეირნებელი ადგილების შერჩევა!!!
კი შეიძლება ასეთი კომისია ან სამსახური აქვს პარიზს, ლონდონს, ვენას ან ბერლინს, მაგრამ ხომ შეიძლება ეს საქმე თბილისის მერიაში მიანდო რომელიმე უსაქმურ თანამშრომელს და არ გამოყო ამისთვის სპეციალური კომისია ახალი შტატები და ფინანსები? მაგ საქმეზე დაუღალავი მუშაობა კომისიას ყოველ დღე მოუწევს თუ ყოველ კვირას?

რამდენი უსაქმური თანამშრომელი ჰყავს შტატებით მერიას და ვერ შეითავსებდა ერთ-ორ საკითხთან ერთად მაგის მოგვარებასაც?

რატომ დადიან თბილისის ქუჩებში ამდენი უპატრონო ძაღლები და კატები? რატომ დადიან მთელ საქართველოში და არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს? რომელ ძაღლსაც პატრონი ჰყავს ძაღლი უნდა დადიოდეს ალიკაპით აკრული და სპეციალური მისაბმელით. ძაღლის პატრონს უნდა ჰქონდეს ჩანთა და ნიჩაბი ძაღლის მოსაქმებულის ასაღებად. რატომ არ ჯარიმდებიან თბილისში და მთელ საქართველოში ის ხალხი ვინც ამ წესებს არ იცავს?

ყველა ქალაქისა და რაიონის გარეთ უნდა იყოს ძაღლებისა და კატების თავშესაფარი და მათ მოვლა პატრონობაში უნდა იყვნენ ჩართულები ძაღლებისა და კატების მოყვარულები. ამ ადგილებში უნდა ხდებოდეს მათი მკურნალობაც და გაუვნებელყოფაც.

 ხალხმა ხომ უნდა იცოდეს მათი ბრძნული გადაწყვეტილებების შედეგებიც?

საინტერესოა უგულავას და ნარმანიას მტრედების და ბეღურების მოვლის კომისიაც თუ ჰყავდათ?

P.S. უგულავა-ნარმანიას ამისთანა „უსაქმურობის კომისია“ 26 ყავდა და ასეთ უსაქმურობაში ყრიდნენ ქვეყნის ფულს და ასაქმებდნენ ახლობლებს.

 

Facebook Comments
x

Check Also

9 წლიანი რეჟიმის გახსენება ჩემთვის საკმარისი არგუმენტია იმისთვის, რომ გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე

„კონსტიტუცია არის ისეთი დოკუმენტი, რომელიც უნდა მოქმედებდეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში,  შესაბამისად, ჩვენ, გრძელვადიან პერსპექტივაში, ...