Home » მთავარი » პრეზიდენტი “მაუწყებლის შესახებ” კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავს

პრეზიდენტი “მაუწყებლის შესახებ” კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი “მაუწყებლის შესახებ” კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით მედიისა და არასამთავრობო სექტორისა და ყველა, საკითხით დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს შეხვდება.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, “მაუწყებლის შესახებ” კანონში შემავალი ცვლილებები ეხება ძალიან მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეს, ეხება მედიას, გამოხატვის თავისუფლებას და ობიექტური მაუწყებლის არსებობის საკითხს.

“ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში გამოითქვა ბევრი კრიტიკა და შენიშვნა, ამიტომ საქართველოს პრეზიდენტი აპირებს, რომ შეხვდეს ყველა იმ მხარეს, რომლებმაც ეს მოსაზრებები გამოთქვეს: მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რათა ჩამოვყალიბდეთ იმ კრიტიკულ, ან ნაკლებად კრიტიკულ ასპექტებზე, რომლებსაც პარლამენტი იხილავს”,- განაცხადა ანა დოლიძემ.

Facebook Comments
x

Check Also

ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული მხარე ...