You are here
“მოსამართლე კოპალიანმა უპრეცედენტო კანონდარღვევა ჩაიდინა! მივმართავთ ევროსასამართლოს!” მთავარი საზოგადოება 

“მოსამართლე კოპალიანმა უპრეცედენტო კანონდარღვევა ჩაიდინა! მივმართავთ ევროსასამართლოს!”

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მოსამართლე კოპალიანმა უპრეცედენტო კანონდარღვევა ჩაიდინა!

15 დეკემბერს სამოქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი კოპალიანის მხრიდან განხორციელდა უპრეცედენტო კანონდარღვევის ფაქტი. საქმე ეხება პედაგოგ დავით ფერაძის (რომელიც ამჟამად ჩვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელია) მიერ შეტანილი სარჩელის განხილვას. განსაკუთრებული სამოქალაქო აქტივობის, საგანამნათლებლო პოლიტიკის კრიტიკისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორუფციაში მხილების გამო ექსმინისტრ თამარ სანიკიძის პირადი მითითებით დავით ფერაძე 2015 წელს სრულიად უკანონოდ გათავისუფლდა თბილისის 116-ე საჯარო სკოლის მასწავლებლობიდან, რასაც მაშინ მოსწავლეთა საპროტესტო აქციები და სამინისტროს მხრიდან მოსწავლეებზე ძალადობა მოჰყვა.

ფერაძის სარჩელის განხილვა ხელოვნურად ყოვნდებოდა ორი წლის მანძილზე. აღსანიშნავია, რომ საქმის განხილვა სპეციალურად დაავალეს იმ მოსამართლეს, რომელიც სარჩელის შეტანამდე სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო და უშუალოდ ექვემდებარებოდა ექსმინისტრ სანიკიძეს.

15 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე, იმის მიუხედავად, რომ მოპასუხე მხარემ, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ადვოკატირებდა, აბსოლუტურად ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა და იმის მიუედავად, რომ არათუ გამოიკვეთა, არამედ ცალსახად დადასტურდა მოპასუხის დანაშაულებრივი ქმედებები – მოსამართლე კოპალიანმა არ გაითვალსიწინა მოსარჩელე პედაგოგის ათობით მტკიცებულება, არ გაითვალისწინა, რომ მის მიმართ აშაკარად იყო დარღვეული კანონმდებლობა. მოსამართლე არ ერიდებოდა სხდომის მიტოვებას და სატელეფონო საუბრებს მესამე პირებთან, სავარაუდოდ მთავრობის წარმომადგენელთან, რომლიდანაც დაუფარავად იღებდა მითითებებს, თუ როგორი გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ზემოთქმულით და მიღებული გააწყვეტილებით მოსამართლე კოპალიანმა სრულიად უგულებელყო ან/და უხეშად დაარღვია: კანონი ზოგადი განათლების შესახებ (მუხლები: 38, 1, ლ,; 53.1,2), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის შესახებ ( ბრძ. 167/ნ; მუხლები: 3, 6, 7, 8,12,13,14); შრომის კოდექსი (მუხლი 38); მოსამართლე კოპალიანმა საჯაროდ დაარღვია ასევე მთავარი სახელმძღვანელო – საქართველოს სამოსამართლო ეთიკის წესები, რაც გამოიხატა მის ანტიკონსტიტუციურ ქმედებში, საერთაშორისო სამართლებრივ ღირებულებების იგნორირებაში, მათ შორის მოსამართლეთა ქცევის ბანგალორის პრინციპების და ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს მოსამართლეთა პროფესიული ქცევის პრინციპებისა და წესების, კერძოდ ეთიკის, შეუფერებელი ქცევისა და მიუკერძოებლობის იგნორირებაში (ეთიკის წესების მუხლი 1,2, 3 4 5 7(კომუნიკაცია სხდომის დროს საქმით დაინტერესებულ პირთან) 8, 10). კოპალიანის ქმედება არის დადასტურება რომ ფერაძის პოლიტიკურ დევნაში ჩართულია ხელისუფლების ყველა შტო, რომ ამ დევნის სანაცვლოდ დაუსჯელი რჩება საშიში დამნაშავე, რითაც, გარდა იმისა რომ წახალისებულია ძალადობა, ათასობით მოსწავლეა გაწირული სერიოზული საფრთხისთვის.

ამ მასშტაბის დარღვევის მიუხედავად აღნიშნულ საკითხზე სასამართლო დავა გაგრძელდება, და იმის მიუხედავად, რომ ჩვენ სრულ უნდობლობას ვუცხადებთ სასამართლო ხელისუფლებას, გავივლით ყველა სასამართლო ინსტანციას, რათა საბოლოოდ სარჩელი შევიდეს ევროსასამართლოში.

Comments

comments

Related posts