Home » მთავარი » და ისევ “ლურჯი ვეშაპი”!!!

და ისევ “ლურჯი ვეშაპი”!!!

17 წლის მოზარდი, რომელმაც სანადირო თოფით თვითდაზიანება მიიყენა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მეთვალყურეობის ქვეშ იყო. უწყებაში ადასტურებენ, რომ უკვე რამდენიმე თვეა, გამოძიება კომპიუტერული მონაცემების ან კომპიუტერული სისტემის უკანონო გამოყენების მუხლით მიმდინარეობს. ხელვაჩაურის პირველი სკოლის დირექტორი, მომხდარს ინტერნეტ თამაშს უკავშირებს და აცხადებს, რომ მან ზაფხულში მოზარდს ხელზე ნაკაწრები შენიშნა, რის შემდეგაც სამართალდამცველებს, განათლების სამინისტროს და მშობლებს მიმართა. გაჩნდა ეჭვი, რომ მოზარდი ე.წ. ლურჯი ვეშაპის თამაშით იყო დაკავებული.  სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მაშინ მოზარდმა თქვა, რომ უბრალოდ იხუმრა და არაფერი სერიოზული არ ხდებოდა, რასაც ადასტურებს მისი ბიძაც.

„ყველა ჩაერთო, გამოიძიეს, სოციალურ ქსელში შევიდნენ. ჰქონდა ტელეფონი. ფსიქოლოგებმა იმუშავეს. ფსიქოლოგებმა გვირჩიეს, რომ ტელეფონი ისევ ჰქონოდა. მე რომ ვკითხე ეს რა გააკეთე მეთქი, გავიხუმრეო,“-აცხადებს მოზარდის ბიძა გაბრიელ ცინცაძე და ამბობს, რომ მან ე.წ. ლურჯი ვეშაპის შესახებ დაზუსტებით არაფერი იცოდა ამიტომ მოზარდის ნათქვამი დაიჯერა.

ნათესავები ამბობენ, რომ ბოლო დროს მოზარდი სკოლაში აღარ დადიოდა. ის  გარკვეული პერიოდი მუშაობდა, ბოლოს კი სამსახურიდანაც წამოვიდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. გარდა ამისა კვლავ გრძელდება ზაფხულში დაწყებული გამოძიებაც.

„შსს აღნიშნულ არასრულწლოვანთან დაკავშირებით, მისივე სკოლის დირექტორი შეტყობინების საფუძველზე კიდევ ერთ გამოძიებას აწარმოებს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლით, რაც კომპიუტერული მონაცემის და კომპიუტერული სისტემის უნებართვო გამოყენებას გულისმობს,“-განაცხადა დეტექტივ-გამომძიებელმა ლევან დიდიძემ.

წყარო: რუსთავი 2

Facebook Comments
x

Check Also

“ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ,არ გადაურიცხოთ პარტიებს 3 თვის თანხები და მოახმაროთ ხალხს…”

პაატა ჯიბლაძე “მემარცხენე ალიანსის” საორგანიზაციო მდივნი ჩვენი პარტიის, ,,მემარცხენე ალიანსის”აღმასრულებელმა მდივანმა არჩილ ბენიძემ სხვადასხვა საინფორმაციო ...