Home » მთავარი » დედაქალაქის მერს კიდევ ერთი მოადგილე ეყოლება

დედაქალაქის მერს კიდევ ერთი მოადგილე ეყოლება

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერის კიდევ ერთი მოადგილის კანდიდატურა წარადგინა. დღეიდან, თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას ილია ელოშვილი დაიკავებს.

კახა კალაძემ ილია ელოშვილს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ახალი ენერგიით, დედაქალაქის განვითარებისთვის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.

„მინდა წარმოგიდგინოთ მერის მოადგილის თანამდებობაზე ილია ელოშვილის კანდიდატურა. ის წლების განმავლობაში, ჩემთან ერთად, ენერგეტიკის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. ჩვენ 2012 წლიდან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ და საქართველოს ენერგეტიკის წინსვლაში მისი დიდი დამსახურებაა. იმედი მაქვს, რომ ერთიანი ძალისხმევით, ახალი ენერგიით, ჩვენი დედაქალაქის წინსვლისა და განვითარებისთვის ძალიან ბევრს გავაკეთებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქალაქის განვითარებისა და წინსვლისთვის ძლიერი გუნდი მნიშვნელოვანია, რომელიც პროფესიონალებით, კომპეტენტური და პატიოსანი ადამიანებით უნდა იყოს დაკომპლექტებული.

„ჩვენ წინასაარჩევნოდ შვიდპუნქტიანი გეგმა გვქონდა წარმოდგენილი, სადაც ყველა ის მიმართულება იყო გაწერილი, რომელიც ჩვენს დედაქალაქს აწუხებს. შესაბამისად, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ჩემი გუნდით აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას ამ პროექტების განხორციელებაში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო გიგა ნიკოლეიშვილს, რომელიც მერის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის დაცვის პოლიციას უხელმძღვანელებს და მინდა მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ილია ელოშვილმა თბილისის მერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

ცნობისთვის: 20 დეკემბერს, 10:00 საათზე თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება. 

Facebook Comments
x

Check Also

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა, სასწრაფოდ საჭიროა სწრაფი ეკონომიკური გარდაქმნა!

ვეფხია გიორგაძე ეკონომისტი სასწრაფოდ საჭიროა სწრაფი ეკონომიკური გარდაქმნა, დროა დავტოვოთ სოციალიზმი და გადავიდეთ კაპიტალიმზე, სხვაგვარად ...