Home » ემიგრანტები » წლის ქართველი სტუდენტი 2017 გამოვლენილია

წლის ქართველი სტუდენტი 2017 გამოვლენილია

როგორც გახსოვთ საბერძნეთ- საქართველოს სტუდენტთა და ახალგზრდობის  ასოციაციამ რამდენიმე ხნის წინ გამოაცხადა კონკურსი „წლის ქართველი სტუდენტი საბერძნეთში“.

იხ.

http://www.gmtv.ge/33469-2/

კონკურსი დასრულდა, საუკეთესო სტუდენტიც გამოვლენილია. კონკურსის დაჯილდოება მიგრაცის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.

გამარჯვებული სტუდენტის გასაცნობად GmTV საბერძნეთ – საქართველოს სტუდენტთა და ახალგაზრდა ასოციაცის პრეზიდენტს, ლიკა ჯანელიძეს დაუკავშირდა.

-18 დეკემბერს  მიგრაცის საერთაშორისო დღეს, სტუდენტთა და ახალგაზრდა ასოციაციამ გამართა „წლის ქართველი სტუდენტის“ დაჯილოების ცერემონიალი , წლის ქართველი სტუდენტი 2017 გახლდა თეონა ბერიძე გახდა.

ამ დღეს ასევე გამოვლინდა საქართველოს პოპულარიზაცისთვის ნიჭიერი მომღერალი ჯორჯ გურენი ,ღონისძიებას ესწრებოდნენ კომისის წევრები და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი იოსებ ნანობაშვილი

ღონიძიება დასრულდა ალაფურშეტით, მადლობას ვუხდი სპონსორებს და ასოციაცის დამაარსებლებს – განაცხადა ჩვენთან საუბარში ლიკა ჯანელიძემ.

მაშ ასე, გაიცანით წლის ქართველი სტუდენტი 2017  თეონა ბერიძე.

2016 – დოქტორანტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამა, სადისერტაციო ნაშრომი: ″ბილინგვიზმი და ბილინგვური განათლება სკოლამდელ და უმცროს სასკოლო ასაკში″ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ);

2016წ. – მიწვეული დოქტორანტი, სადოქტორო კვლევა: ″ქართულ და ბერძნულ ენათა სტრუქტურის შედარებითი მორფოლოგიური კვლევა. განკუთვნილი ქართველ ბილინგვალ მოსწავლეებზე″, დაწყებითი განათლების პედაგოგიკის კათედრა – ათენის კაპოდისტრიაკოს სახელმწიფო უნივერსიტეტი & ახალბერძნული დიალექტებისა და იდიომების კვლევის ცენტრი – ათენის აკადემია;

2011-2013წწ. – განათლების მაგისტრი. განათლების მეცნიერებები. სამაგისტრო ნაშრომი: ″ბილინგვური განათლება და ბილინგვიზმი, როგორც მრავალმხრივი და მრავალკომპონენტიანი მოვლენა″. განათლების ფაკულტეტი – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2004-2009წწ. – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი. სპეციალობა: ქართული ენა და ლიტ-რა, დამატებით ახალი ბერძნული ენა და ლიტ-რა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბსუ);

2005-2011წწ. – ბაკალავრი. სპეციალობა: რელიგიის ისტორიის პედაგოგი – ბათუმის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია;

1993-2004წწ. – ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის კლასიკური გიმნაზია. სამუშაო გამოცდილება:

2014 – სასწავლო ცენტრი ″Greek Land″ (ქართული ენისა და ლიტერატურის, ინგლისურის პედაგოგი);

2013–2017 სასწავლო ცენტრი ″Millennium Gate″ (ახალი ბერძნული ენის პედაგოგი);

2011 – სასწავლო ცენტრი ″Oris Academy″ (ახალი ბერძნული ენის პედაგოგი);

2011 – თარჯიმანთა ბიურო ″METAFRASI″ (დირექტორი, ბერძნული და ინგლისური ენების თარჯიმანი);

2010-2011წწ. – თარჯიმანთა ბიურო (თარჯიმან-მენეჯერი); 2009 – სხვადასხვა თარჯიმანთა ბიურო (დისტანციური თარჯიმანი);

2008 წლის ზაფხული –სასტუმრო ″Paradise Royal Mare Of Aldemar Hotels And Spa″ – საბერძნეთი, კუნძული როდოსი (თარჯიმანი);

2004-2005წწ. – გაზეთი ″აჭარა″ (კორესპონდენტი). პროფესიული მიღწევები-თარგმანები:

2015წ. ბერძნულიდან ქართულ ენაზე: მილტოს სახტურისის ლექსები (იბეჭდება ″ლიტერატურულ გაზეთში″);

2015 წ. ქართულიდან ბერძნულ ენაზე წიგნი: ″წმიდა ევაგრე ციხედიდელის ცხოვრება და სასწაულები″.

სტაჟირება: 09.2008 – 11.2008 – თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა; 12.2016 – 02.2017 – ათენის კაპოდისტრიაკოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორის ბიბლიოთეკა. კონფერენციებსა და პრეზენტაციებში მონაწილეობა: 10-11.10.2017 – Workshop of European Centre for Modern Languages (ECML/CELV) – «Digital literacy for the teaching and learning of languages». Title of article: “Bilingualism and Bilingual Education at the Age of Childhood”. Graz, Austria. 6-8.10.2017 – 16th International Conference – Migration and Language Education. Greek Applied Linguistics Association. A paper entitled “Comparative morphological research of the structures of Georgian and Greek languages. Apply to Georgian bilingual students”. Thessaloniki, Greece. 24-26.04.2017 – პროფ. დიანა ფორკერის სალექციო კურსი ენათა კონტაქტები და პრეზენტაცია თემაზე: “ბილინგვური განათლება ბავშვობის ასაკში” (თსუ) (სამუშაო ენა: ინგლისური); 04.2006წ. სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია (ბსუ) – “ვეფხისტყაოსნის ინტერტექსტური ანალიზი” (ქართული სექტორი) – I ხარისხის დიპლომი; 04.2007წ. სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია (ბსუ) – “მილტოს სახტურისის ლექსები” (ბერძნული სექტორი) – I ხარისხის დიპლომი; 04.2007წ. სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია (ბსუ) – “გლახის ნაამბობის ინტერტექსტური ანალიზი” (ქართული სექტორი) – II ხარისხის დიპლომი.

კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები/ტრენინგები:

2016 წლის ზაფხული – ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტი (პროგრამა ″თიესპა″-ს საზაფხულო სკოლა); 2015 წლის ივნისი-ივლისი–ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტი (″PLATO ACADEMY″-ის საზაფხულო სკოლა); 2013-2014 სასწავლო წელი – ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ალექსანდრე ონასისის ფონდის სტიპენდიანტი); 2010 წლის ზაფხული – ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტი (იდრიმა ურანის ფონდის სტიპენდიანტი); 2009 წლის ზაფხული – თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი (პროგრამა ″იასონი″- ახალბერძნული ენის შემსწავლელი კურსები); 2008 წელი – თესალონიკის ალექსანდრეს ტექნოლოგიური საგანმანათლებლო ინსტიტუტი (გაცვლითი პროგრამა – ″Erasmus Mundus Lot 5″); 2007 წლის ზაფხული – ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტი (პროგრამა ″თიესპა″-ს საზაფხულო სკოლა – ახალბერძნული ენის კურსები). უცხო ენები: • ახალი ბერძნული (თავისუფლად) • ინგლისური (ძალიან კარგად, B2 დონე) • რუსული (კარგად) • ძველი ბერძნული (კარგად) კომპიუტერული პროგრამები: MS Word; MS Excel.

Facebook Comments
x

Check Also

მთავრობამ თავისი უარით თქვა, რომ 199 ევროიანი ბილეთი ურჩევნია

მთავრობის უარს მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებაზე, უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების უფასოდ შემოყვანასთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძე ეხმაურება ...