Home » მთავარი » “მოვიდა დრო საპატრულო პოლიციის რეფორმის შემდგომ ეტაპზე გადასვლის”

“მოვიდა დრო საპატრულო პოლიციის რეფორმის შემდგომ ეტაპზე გადასვლის”

პარლამენტში სხდომა დაიწყო, პირველი დეპუტატების წინაშე საანგარიშო სიტყვით გიორგი გახარია წარსდგება. ეკა ბესელიას თქმით კითხვა-პასუხის რეჟიმი მინისტრების პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართება.

გახარიას თავისი ხედვის და რეფორმების წარსადგენად 10 წუთი აქვს რეგლამენტი. შს მინისტრის თქმით შინაგან საქმეთა უწყებას უკვე არსებულის პარალელურად ბევრი ახალი გამოწვევა აქვს.

მინისტრის თქმით საპოლიციო სისტემა უნდა იყოს პოლიტიკურად დამოუკიდებელი და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება მუშაობა ნაყოფიერი.

-დღეს პრიორიტეტია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და საჭიროა კრიმინალურ პოლიციაში სათანადო რეფორმების გატარება. საჭიროს ცალკე გამოიყოს უბნის ინსპექტორების ინსტიტუტი, უნდა მოხდეს კრიმინალური პოლიციის რეფორმირება და მისი შემდგომი განვითარება, რასაც იანვარში განვიხილავთ. შემდეგი პრიორიტეტული საკითხია საზღვრის დაცვა და ეს სისტემაც საჭიროებს რეფორმირებას. საბედნიეროდ ამ მიმართულების დასახვეწად გვერდით გვიდგანან საზღვარგარეთელი პარტნიორები და უკვე დავიწყეთ რეფორმისთვის ნაბიჯების გადადგმა, რაც საკმაოდ პოზიტიურია. მოვიდა დრო საპატრულო პოლიციის რეფორმის შემდგომ ეტაპზე გადასვლის. არის მთელი რიგი რეფორმები გასატარებელი და ამ მხრივაც ჩვენ სერიოზული გეგმები გვაქვს“-ამბობს გახარია.

შს მინისტრის თქმით რეფორმების განხორციელების პროცესი იქნება გამჭვირვალე და მინისტრი მზად არის ნებისმიერი ინფორმაცია ნებისმიერი ფორმატით მიაწოდოს დაინტერესებულ პირებს. მისივე თქმით საპოლიციო უსაფრთხოება დამყარებული უნდა იყოს ანალიზზე.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პოლიციის აკადემიის განვითარების აუცილებლობასა და კადრების მომზადების რეფორმირებაზე. გახარიამ ხაზი გაუსვა მანდატურის სამსახურის განვითარებისა და დახვეწის აუცილებლობას და განაცხადა, რომ ეს სამსახური უნდა ექვებდებარებოდეს განათლების სამინისტროს.

Facebook Comments
x

Check Also

“დაგავალეს ეს, 10 კაცი რომ დამესევით ფარჩაკები ხართ, აბა რა ხართ?! -ლევან ხაბეიშვილი

მარიამ ახალკაცი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუა ოპოზიციონერ დეპუტატზე ძალადობას ამართლებს. ჟურნალისტებთან საუბარში იგი ამბობს, ...