Home » მთავარი » სხდომას ბრალდებული გიორგი მამალაძე პროტესტის ნიშნად არ ესწრება

სხდომას ბრალდებული გიორგი მამალაძე პროტესტის ნიშნად არ ესწრება

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბრალდებული სასულიერო პირის, გიორგი მამალაძის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

სასამართლო პროცესი დახურულია და მას მხოლოდ ადვოკატები, პროკურორები და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ესწრებიან.

სხდომას  ბრალდებული გიორგი მამალაძე პროტესტის ნიშნად არ ესწრება, რადგან იგი თავიდანვე ითხოვდა სხდომები ყოფილიყო.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ბრალდებული დეკანოზის ადვოკატების არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გიორგი მამალაძის უფლებების დამცველები ითხოვდნენ, რომ საქმის მასალებში სახალხო დამცველის მიერ მომზადებული დასკვნა ჩადებულიყო, ასევე, დაეკითხათ სასამართლოს ე.წ. მეგობარი ნონა თოდუა.

შეგახსენებთ:

იორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.

ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა. დეკანოზს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

Facebook Comments
x

Check Also

ცდილობენ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას…

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეებისა, რომლებიც ...