Home » მთავარი » რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა მუშაობას 21 დეკემბერს, 12 საათიდან შეუდგება

რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა მუშაობას 21 დეკემბერს, 12 საათიდან შეუდგება

რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა მუშაობას 21 დეკემბერს, 12 საათიდან შეუდგება.

საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 2017 წლის 21 დეკემბრის 12 საათიდან, პარლამენტის რიგგარეშე სესია იქნა მოწვეული. სესიის გამართვასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება, ბიუროს წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააცნო. მისი განცხადებით, პარლამენტის მოთხოვნის საფუძველზე, პრეზიდენტმა რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე, განკარგულება გამოსცა, რომლის მთავარ განსახილველ საკითხს მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება წარმოადგენს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს რიგგარეშე სესიის ფარგლებში განსახილველი საკითხების რიგითობა გააცნო. როგორც სხდომაზე აღინიშნა, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომებზე კანონმდებლები 75 კანონპროექტს განიხილავენ.

Facebook Comments
x

Check Also

პარლამენტთან კარვები გაიშალა

პარლამენტთან კარვები გაიშალა, ამ დროისთვის გაშლილია 5 კარავი. ადგილზე მიტანილია ბარიერებიც. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ...