Home » მთავარი » “კოლეგებო! გელოდებით განმეორებით არჩევნებზე და გისურვებთ წარმატებებს“

“კოლეგებო! გელოდებით განმეორებით არჩევნებზე და გისურვებთ წარმატებებს“

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე მიესალმება საქალაქო სასამართლოს კანონიერ გადაწყვეტილებას და ადვოკატებს მოუწოდებს მონაწილეობა მიიღონ 23 დეკემბერს დაგეგმილ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში.

-„საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი, რომელიც აერთიანებს ასობოთ ადვოკატს მიესალმება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეილებას, რომლითაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა ლევან ჯანაშიას და მისი 8 კაციანი ჯგუფის მოთხოვნა თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურის ჩატარების აკრძალვისა და არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.

ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ ცხადი გახადა, 9 დეკემბერს გამართული არჩევნების ლეგიტიმურობა, რომელიც არაერთხელ დაადასტურეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და ხმის დამთვლელმა კომისიამ. მნიშვნელოვანია, რომ ადვოკლატთა კორპუსი დარჩეს ერთიანი და მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგა ადვოკატებს უნებლიედ არ გახდნენ ადვოკატთა კოპრუსის განხეთქილების მცდელობის მონაწილე, რისთვისაც აუცილებელია აქტიური მონაწილეობა მიიღოთ ასოციაციის თავმჯდომარის 23 დკემბრის არჩევნების მეორე ტურში, როგორც ამას ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის ადვოკატთა ასოციაციის წესდება.

დარწმუნებული ვართ, რომ ადვოკატთა კორპუსი ამ გამოწვევას წარმატებით და ღირსეულად გაართმევს თავს. ძვირფასო კოლეგებო! გელოდებით განმეორებით არჩევნებზე და გისურვებთ წარმატებებს“– აღნიშნულია თევზაძის  განცხადებაში

Facebook Comments
x

Check Also

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა

უკვე მე-5 დღეა, რაც ზუგდიდში, “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელს ეძებენ. დღეს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ...