Home » მთავარი » საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ დავით ასათიანი აირჩიეს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ დავით ასათიანი აირჩიეს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ დავით ასათიანი აირჩიეს. მას არჩევნების მეორე ტურში მონაწილე 958 დელეგატიდან მხარი უმრავლეოსობამ დაუჭირა, მეორე კანდიდატს კი მხოლოდ 23 ხმა ერგო. დავით ასათიანი ადვოკატთა ასოციაციაციას მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ამ პოზიციაზე მან ზაზა ხატიაშვილი შეცვალა.

იმის გამო, რომ პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე დელეგატთა ხმების 50%-ზე მეტი ვერ დააგროვა, კენჭისყრის მეორე ტური დაინიშნა. მეორე ტურში საუკეთესო შედეგების მქონე 2 კანდიდატი: ლევან ჯანაშია და დავით ასათიანი მონაწილეობდნენ.

Facebook Comments
x

Check Also

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა

მარიამ ახალკაცი ანრი ოხანაშვილზე თავდასხმისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა. ვახტანგ რობაქიძე ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსის ორი ...