Home » მთავარი » მესტიაში ენმ-ს წევრი მოკლეს

მესტიაში ენმ-ს წევრი მოკლეს

მესტიის ცენტრში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი  ლომარ ნიგურიანი ჩაცხრილეს. სავარაუდოდ გარდაცვლილს მისი საცხოვრებლის გვერდით მდებარე სახლიდან  ესროლეს. სროლა მაშინ მოხდა, როცა ის საკუთარი სახლის სახურავიდან თოვლს წმენდდა.

ნიგურიანი თვითმმართველობის არჩევნებისას „ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომერი იყო.

არსებული ინფორმაციით მოკლულ ლომარ ნიგურიანს მესტიაში მცხოვრებმა პირმა ესროლა, რომელთანაც მას დაპირისპირება ჰქონდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.

Facebook Comments
x

Check Also

საღამოს 21 საათიდან დილის 06.00 საათამდე ცხადდება კომენდანტის საათი

საღამოს 21 საათიდან დილის 06.00 საათამდე ცხადდება კომენდანტის საათი 🎥 ტელეკომპანია GMTV 📺 სილკტვ 286 ...