Home » მთავარი » თბილისის მერი წინასაახალწლო ღონისძიებებს დაესწრო

თბილისის მერი წინასაახალწლო ღონისძიებებს დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე ისნისა და დიდუბის რაიონებში წინასაახალწლო ღონისძიებებს დაესწრო, სადაც გამგეობების ორგანიზებით, სადღესასწაულო კონცერტები გაიმართა.

თბილისის მერთან ერთად, ღონისძიებებზე ისნისა და დიდუბის რაიონების გამგებლები კახა ლაბუჩიძე და ირმა ზავრადაშვილი იმყოფებოდნენ.

„დიდუბის რაიონის ორგანიზებით ჩატარებული ღონისძიება დამდეგ შობა-ახალ წელს ეძღვნება. დღევანდელი კონცერტი განსხვავებულია შინაარსობრივად, იმ მხრივ, რომ ამ ღონისძიების ყველა მონაწილე, როგორც შემსრულებელი, ასევე მაყურებელი დიდუბელია, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდუბის რაიონის გამგეობა რაიონის მოსახლეობას ახალი წლის დღესასწაულს ულოცავს და ბედნიერებას უსურვებს“, – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, დღის განმავლობაში, ისნისა და დიდუბის რაიონებში თეატრალური წარმოდგენები, პერფორმანსები, სხვადასხვა კონკურსები და სახალისო ვიქტორინები ჩატარდა.

ღონისძიებაზე სპეციალურად მიწვეულმა ქუჩის აკრობატებმა ღია სივრცეში სადღესასწაულო სანახაობა წარადგინეს. თოვლის ბაბუამ კი, პატარებს საჩუქრები გადასცა.

Facebook Comments
x

Check Also

“ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ საოკუპაციო ძალამ გავლენების გაზრდა სცადოს!..”

მავთულხლართის გავლებას ამა თუ იმ სოფელში არანაირი სამხედრო დანიშნულება არ აქვს, მისი დანიშნულება არის პოლიტიკური, ...