Home » მთავარი » “მემარცხენე ალიანსის” პროტესტი სემეკის გადაწყვეტილებას და მოთხოვნა ხელისუფლებას

“მემარცხენე ალიანსის” პროტესტი სემეკის გადაწყვეტილებას და მოთხოვნა ხელისუფლებას

“მემარცხენე ალიანსი” სემეკის გადაწყვეტილებას აპროტესტებს და საგანგებო განცხადებას აქვეყნებს:

“სამწუხარო რეალობით ხვდება საქართველოს მოსახლეობა 2018 წელს. დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების თაობაზე, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

„მემარცხენე ალიანსი“ აპროტესტებს ტარიფის მატებას და ამის მიზეზად თვლის იმას, რომ ენერგოკომპანიები „თელასი“ და “ენერგო-პრო ჯორჯია“ – ორივე არის რუსული კომპანიები. მოგეხსენებათ, რომ რუსულ ბიზნესს სრულებით არ აიტერესებს საქართველოს მოსახლეობის ბედი, პირიქით, ისინი სისხლ-ხორცეულად არიან დაინტერესებულნი, რომ ამოაცარიელონ საქართველოს მოსახლეობის ჯიბეები. რა თქმა უნდა ამაში დამნაშავე პირველ რიგში არის სააკაშვილის ხელისუფლება, რომელმაც საქართველოდან გააძევა ამერიკული კომპანია „ეი-ეს-თელასი“ და როდესაც ეს კომპანია წავიდა საქართველოდან, ქართველი ბიზესმენების ჯგუფმა გამოხატა სურვილი, რომ  მათ შეეძინათ „თელასი“ და იგი ყოფილიყო ქართული კომპანია, ამას კატეგორიულად აღუდგა წინ მიხეილ სააკაშვილი და „თელასი“ და „ეერგო-პრო ჯორჯია“, ორივე გადასცა რუსეთს. ამაზე ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ახლაც ვიმეორებთ, რომ ეს არის სააკაშვილის მიერ ჩატარებული დივერსია საქართველოს წინაშე. თუმცა, დამნაშავე ამაში არის სემეკიც, რომლის დაშლა და ენერგო სატარიფო პოლიტიკის პარლამენტისთვის გადაცემა ჩვენ ჯერ კიდევ გასულ წელს მოვითხოვეთ.

რადგანაც დღევანდელი ხელისუფლება ვერ აღუდგა წინ ვერც სემეკს, ვერც „თელასს“, ვერც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და ვერც სხვა ბანდიტურ ენერგოკომპაიებს, რომლებიც რუსეთის მფლობელობაშია, რომელთაც აქვთ მტაცებლის მადა და არ ადარდებთ საქართველოს მოსახლეობის ბედი, ამიტომ ჩვენი ხელისუფლებისაგან მოვითხოვთ მოიქცეს შემდეგნაირად: გამოისყიდოს „თელასი“ და „ენერგო-პრო ჯორჯია“ და მართოს სახელმწიფომ, შეუძლია გაყიდოს აქციები და ქართველი ხალხი გახადოს თავისი განძის მესაკუთრედ, ან მოითხოვოს ამ კომპანიებისგან თავისი წილის გაყიდვა და ქართული ბიზნესის მიერ იქნას შესყიდული – გახდნენ კერძო ქართული კომპანიები“ – ამის შესახებ პარტია „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარემ, სოსო შატბერაშვილმა განაცხადა.

 

 

 

 

Facebook Comments
x

Check Also

სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „როგორც ...