Home » ემიგრანტები » “სხვებსაც დავანახოთ რა ერის შვილები ვართ”-ისრაელში ქართული ხელოვნების ცენტრი დაფუძნდა(ვიდეო)

“სხვებსაც დავანახოთ რა ერის შვილები ვართ”-ისრაელში ქართული ხელოვნების ცენტრი დაფუძნდა(ვიდეო)

ისრაელში ქართული ხელოვნების ცენტრი დაფუძნდა. ცენტრის დაფუძნების იდეა მარინა გელაშვილს ეკუთვნის. ის ცენტრის დამფუძნებელი და კოორდინატორიც გახლავთ.

ცენტრის დირექტორი ზურაბ ბერიაშვილია, მუსიკალურ სექტორსა და საბავშვო სტუდიას ირინა დევდარიანი ხელმძღვანელობს, ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელია-იოჰებეტ (ციალა) იოსებაშვილი. საორგანიზაციო საკითხებს ზურაბ პოპიაშვილი განკარგავს.

-ქართული ხელოვნების ცენტრი ისრაელში დავაფუძნეთ.ქართველი ებრაელები გვესტუმრნენ.მოგვილოცეს,მოგვეფერენ.გაგვამხნევეს , გაგვაძლიერეს.გული სიყვარულით აღგვივსეს.ეს ლომგულა ბიჭები, სხვადასხვა სტრუქტურების ყოფილი მაღალჩინოსნები,აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საქართველოს ერთიანობას იცავდნენ,ახლა ემიგრანტები ჰქვიათ და საქართველოს ღირსებას აქედან ელოლიავებიან… ემიგრანტობა მეტად საპასუხისმგებლო მისიაა.თქვენი შრომით საკუთარ ოჯახებს რომ აღონიერებთ,ქვეყანასაც სულს უნარჩუნებთ .

ემიგრანტი თავისი ქვეყნის სახეა.იყავით თავაწეულნი თქვენი ზნეობითა და კულტურით.ღირსეულად ატარეთ ქართველი ერის სახე.ნუ შეგაღონებთ ემიგრანტობა! გახსოვდეთ, თქვენი წინაპრებიც , რომლებმაც საუკუნეები და ეპოქები მხრებზე შეიდგეს და ერს ბრწყინვალება შეჰმატეს,ემიგრანტები იყვნენ! – დავით გურამიშვილი, გრიგოლ რობაქიძე,ექვთიმე თაყაიშვილი, თვით დიდი შოთა რუსთაველი ! მათ ბიოგრაფიებსა და მოღვაწეობას სქელტანიანი წიგნებიც ვერ იტევენ .თქვენც ემიგრანტები ხართ !სწორედ თქვენს მოსაფერებლად დავაფუძნეთ ქართული ხელოვნების ცენტრი ისრაელში,რომ შევინარჩუნოთ ჩვენი სახე ამ ქვეყანაში . ხელი ჩავჭიდოთ ერთმანეთს ! სხვებსაც დავანახოთ რა ერის შვილები ვართ.ზნეობის და სიკეთის კვალი აქაც დავაჩნიოთ,შინაც ამაყები და თავაწეულები დავუბრუნდეთ!-ამბობს მარინა გელაშვილი.

Facebook Comments
x

Check Also

ვოლსკი ოპოზიციას პასუხობს

“პარლამენტის პიკეტირება სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ...