Home » მთავარი » „ველო სანტები“ თბილისის ათივე რაიონში იმოძრავებენ

„ველო სანტები“ თბილისის ათივე რაიონში იმოძრავებენ

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, პროექტმა „ველო სანტები“ პეკინის ქუჩის ველობილიკიდან სტარტი აიღო, რომელიც 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში, სანტები დედაქალაქის მასშტაბით, ათივე რაიონში გადაადგილდებიან, თბილისის მერიის სახელით მოსახლეობას ტკბილეულს დაურიგებენ, დამდეგ შობა-ახალ წელს მიულოცავენ და საახალწლო განწყობას შეუქმნიან.

პროექტის პირველ დღეს სანტებმა ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ნაძალადევის რაიონები მოიცვეს, 29 დეკემბერს კი, სანტები გლდანი-ნაძალადევის რაიონში გადაადგილდებიან.

30 დეკემბერს, პროექტი ისანი-სამგორის რაიონში, ხოლო 31 დეკემბერს კრწანისის რაიონში განხორციელდება.

Facebook Comments
x

Check Also

სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხების სუბსიდირებას

სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხების სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას ...