Home » ეკონომიკა » საქსტატი: საქართველოს ეკონომიკა 4.8 % ით გაიზარდა

საქსტატი: საქართველოს ეკონომიკა 4.8 % ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით,  წინა წელთან შედარებით 2017 წლის ნოემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 3,7 პროცენტი, ხოლო 2017 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,8 პროცენტი შეადგინა.

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის ნოემბერში ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სასტუმროები და რესტორნები, ოპერაციები უძრავი ქონებით, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ხოლო კლება დაფიქსირდა მშენებლობაში, საკვები პროდუქტების წარმოებასა და მეტალურგიულ მრეწველობაში.

საქსტატის წინასწარი მონაცემებითა და შეფასებით, 11 თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 4.8 % ით გაიზარდა.

ვრცლად იხ.

http://www.geostat.ge/cms/site_images/_files/georgian/economic/GDP%2011.2017_Press%20release%20_Geo.pdf

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...