Home » მთავარი » გიორგი თევზაძე: ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა!..

გიორგი თევზაძე: ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა!..

გიორგი თევზაძე – ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, თუმცა ადვოკატთა ასოციაცია ყველა გამოწვევას გაუძლებს და ურთიერთთანადგომით დაძლევს!

-ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, თუმცა ადვოკატთა ასოციაცია ყველა გამოწვევას გაუძლებს და ურთიერთ თანადგომით დაძლევს, უბრალოდ გაკვირებას იწვევს ასოციაციის ზოგიერთი  წევრის სოციალურ ქსელში გამოხმაურება, რომლებმაც თავიანთი ინტერპრეტაციით და ფანტაზიით ვერ დამალეს თავიანთი განწობა და თვითრუსტრაცია მოახდინეს რითაც შეეცადნენ საზოგადოებაში უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი საეჭვო კითხვები გაეჩინათ.

გამოძიება უდაოთ დაადგენს ხანძრის გამომწვევ მიზეზებს რაც ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება და ჯერჯერობით წინასწარ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი დასკვნების გამოტანა მითუმეტეს ინტერპრეტაციით იურიუსტებისათვის შეუფერებელია.

როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ბატონ დავით ასათიამა თავის ფეისბუქგვერდზე გაავრცელა ინფორმაცია:

მეგობრებო, მდიდარ ფანტაზიას რომ არ მიეცეს გასაქანი, დამატებითი ინფორმაცია ხანძრის შესახებ:

1. ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

2. გამომწვევ მიზეზებს სწავლობს გამოძიება, ჩართულია კრიმინალისტები და სახანძრო ექსპერტები.

3. ყველა ძირითადი დოკუმენტაცია გადარჩენილია, განადგურდა სასამართლო საქმეების არქივი და ზოგიერთი მიმდინარე კორესპონდენცია.

4. სრულადაა გადარჩენილია ეთიკის კომისიის დოკუმენტები, პირადი საქმეები და ფინ. დოკუმენტაცია.

5. ადვოკატთა ასოციაციის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და 8 იანვრიდან შეუფერხებლად გავაგრძელებთ ყველა სერვისის მიწოდებას.

პ.ს. ზოგი კონსპიროლოგიით გატაცებულთათვის – 21-ე საუკუნეში ვართ და მთლიანი ფინანსური ინფორმაცია ელექტრონულ მატარებლებზე გვაქვს, დაცულია ბანკებში და საგადაახადო ორგანოებში. რაზეც სროლად ვეთანხმები ბატონ დავით ასათიანს აღნიშნა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი გიორგი თევზაძე

Facebook Comments
x

Check Also

ანონსი – 15 ოქტომბერი

ანონსი 15 ოქტომბერს 11:00 საათზე თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება. 10:30 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა ...