Home » ბლოგი » რა საფრთხეებს შეიცავს სქესობრივი განსხვავების საფუძველზე მემკვიდრეობის არათანაბარი განაწილების პრაქტიკა!

რა საფრთხეებს შეიცავს სქესობრივი განსხვავების საფუძველზე მემკვიდრეობის არათანაბარი განაწილების პრაქტიკა!

თამთა მეგრელიშვილი

მინდა გესაუბროთ ეკონომიკური და სტრუქტურული ძალადობის ისეთ ფორმაზე, როგორიცაა სქესობრივი განსხვავების საფუძველზე მემკვიდრეობის არათანაბარი განაწილების პრაკტიკა.

ეს არის პრაქტიკა, რომელსაც გენდერული დისკრიმინაციის ისეთ ფორმებამდე მივყავართ როგორებიცაა: ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სქესობრივი ძალადობა.
ძალადობა სოციალური უთანასწორობის ფენომენია,სოციალური ქცევები,რეაქციებიდა სტერეოტიპები ხელს უწყობენ ამა თუ იმ ჯგუფზე ძალადობას და ხშირ შემთხვევაში ძალადობის სამიზნე ჯგუფს ქალბატონები წარმოადგენენ.

სტატისტიკის მონაცემებიც ადასტურებს, რომ ძალადობა მეტწილად იმ ქალბატონებზე ხორციელდება, რომლებიც ეკონომიკურად დამოკიდებულნი არიან სხვაზე.

ქართულ რეალობაში წინასწარ გვაქვს თითქოს მოცემული და მიღებული სოციალური ურთიერთობების ტიპი და მივყვებით ამ დინებას, რომელსაც არასწორი კალაპოტი გააჩნია და რთულია მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს.

შეიძლება ითქვას რომ საქართველოში მემკვიდრეობის განაწილების,მზითვის გატანების დღეს უკვე არაფორმალური პრაქტიკა ქალს ოჯახური ძალადობისაგან იცავდა და როგორ?

ქალის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე ის,ქონება რომელიც მას გადაეცემოდა რჩებოდა მის სრულ მფლობელობაში რომელსაც ის სურვილისამებრ განკარგავდა.

დღეს მაშინ როცა უფრო ცივილურ რელსებზე გადავედით, როცა კანონით არის აღიარებული და დაცული სქესთა თანასწორობა და დაუშვებელია დისკრიმინაცია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში,ქალი თხოვდება და “თავის” სახლად მაინც მეუღლის სახლი მიაჩნია და ტრადიციული შეხედულებებისა თუ საკუთარი უფლებების არ ცოდნის გამო ხშირად ხდება ეკონომიკური და სტრუქტურული ძალადობის მსხვერპლი.

რა ვუყოთ თუ კანონი იშვიათად მოდის შესაბამისობაში იმ კულტურულ ღირებულებებთან, რომლებიც ტრადიციულად ქართულ საზოგადოებას “მისაღებ”ქმედებებს კარნახობს.

სამწუხაროა, რომ საზოგადოების რეფლექსიაც ნაკლებია ამ მიმართულებით და საქართველოში დამკვიდრებული მემკვიდრეობის განაწილების პრაქტიკა ეკონომიკურ ძალადობად არ აღიქმება.
მაშინ, როცა საქართველოში საკანონმდებლო რეგულაციები ამის ლეგალურ უფლებას იძლევა,დროა დავფიქრდეთ ამაზე იმიტომ, რომ ჩვენი “სიჩუმე”ეკონომიკურ და სტრუქტურულ ძალადობაზე თვალის დახუჭვას ნიშნავს, რასაც საბოლოო ჯამში უფრო რთულ შედეგებამდე მივყავართ!

 გილოცავთ ახალ წელს! იხარეთ და იდღეგრძელეთ!

Facebook Comments
x

Check Also

მწვერვალზე, საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა

შსს განცხადებას ავრცელებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ...