Home » მთავარი » რა ხდება საინგილოში! – თევზაძე ხელისუფლებისგან უსწრაფესს რეაგირებას მოითხოვს…

რა ხდება საინგილოში! – თევზაძე ხელისუფლებისგან უსწრაფესს რეაგირებას მოითხოვს…

ინტერნეტ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას 31 დეკემბერს საინგილოში ქართული მართმადიდებლური ეკლესიის დარბევის ფაქტს უფლებადამცველი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე გამოეხმაურა და ხელისუფლებას უსწრაფესად სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა.

-„ინტერნეტ მედია „გურია ნიუსში“ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანელმა მოსახლეობამ 2017 წლის 31 დეკემბერს მოახდინა საინგილოში მდებარე კახის წმინდა გიორგის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიის ბარბაროსული დარბევა. გარვცელებული ინფორმაციით დაზიანებულია ეკლესიის შიდა ფასადი და სახურავი.

ეს აღმაშფოთებელი ფაქტი არ უნდა დარჩეს უმკაცრესი რეაგირების გარეშე, რისთვისაც გამოყენებული უნდა იქნეს დიპლომატიური სამსახურები. ასევე აუცილებელია გაკონტროლდეს, რომ აზერბაიჯანში მოხდეს დანმაშავე პირთა მიმართ კანონით დადგენილი ისეთი პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელსაც პრევენციული მნიშვნელობა ექნება სამომავლოდაც. საკითხზე რეაგირებას ვითხოვთ ხელისუფლებისგან. ფაქტზე რეაგირებით დადგინდება საქართველოს ჰყავს თუ არა ადეკვატური და ღირსეული ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია სათანადოდ გაუმკლავდეს გამოწვევებს. ეს იქნება ტესტი ხელისუფლებისათვის.

ვიმედოვნებთ რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის საელჩოსგან არა მარტო გამოითხოვს ფაქტზე განმარტებას, არამედ განახოციელებს ყველა საჭირო ღონისძიებებს ფაქტზე კანონიერი რეაგირებისთვის. ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ ფაქტზე საზოგადოებრივ მონიტორნგს და საზოგადოებას მივაწვდით სათანადო ინფორმაციას“ – აღნიშნულია უფლებადამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Facebook Comments
x

Check Also

სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელი ...