Home » მთავარი » მოსალოდნელი შედეგები ყველა კეთილგონიერი ადამიანისთვის არასასურველია!..

მოსალოდნელი შედეგები ყველა კეთილგონიერი ადამიანისთვის არასასურველია!..

სოსო მანჯავიძე

-დესტაბილიზაცია ირანში ერთგვარი საახალწლო საჩუქარია ტრამპის, ნეთანიაჰუს,საუდიტებისა და მთელი სუნიტური სამყაროსათვის.

ამავე დროს, გარე მტრებისთის მასობრივი სახალხო გამოსვლების გადაბრალება,რასაც ადგილი აქვს ირანის ხელისუფლების მხრიდან, არადამაჯერებელია და პროტესტის მონაწილეთა აგრესიას იწვევს.
ცხადია,ირანის მრავალრიცხოვანი მტრები იყენებენ თავის უზარმაზარ შესაძლებლობებს მტრის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ირანულ დიასპორაში და სეპარატისტულად განწყობილ რეგიონებში,როგორიცაა,ბელუჯისტანი,ირანის ქურთისტანი და სამხრეთ აზერბაიჯანი,მაგრამ გადამწყვეტი როლი საპროტესტო მუხტის შექმნაში უმუშევრობამ, სოციალურმა უთანასწორობამ და განუწყვეტელმა ტყუილმა ითამაშა.

ტყუილის უფსკრულმა,რომელიც არსებობს აიათოლების რადიკალურ შიიტურ იდეოლოგიასა და ღრმად დესპოტურ და კორუფციულ ქმედებებს შორის, რითიც გამოირჩევა ირანის ხელისუფლება და რომელსაც ვეღარ იტანს ამ ქვეყნის განათლებული ნაწილი.

შეიძლება ითქვას,რომ ირანის ხელისუფლება მორალურად გაბანკროტებული და დემონიზირებულია მოსახლეობის თვალში.

იმ შემთხვევაში,თუ ირანში მოვლენები რევოლუციური სცენარით განვითარდა, ეს დიდი ახლო აღმოსავლეთის ახალ გადანაწილებას,კონფლიქტებს და მიგრაციულ ტალღებს გამოიწვევს..

მკვეთრად შეიცვლება ვითარება სირიასა და ერაყში, იემენსა, ლიბანსა თუ ავღანეთში.

დიდი ქურთისტანის შექმნა კიდევ უფრო რეალური გახდება.

სერიოზული პრობლემები შეექმნება რეგიონში რუსეთს,რომელსაც გაუჭირდება სირიაში განმტკიცებული პოზიციების შენარჩუნება ირანის მხარდაჭერის გარეშე.
საქართველო უნდა ელოდოს ახალ მიგრაციულ ტალღას ირანიდან,რასაც სასწრაფოდ უნდა გაუკეთდეს პრევენცია.

სომხეთს და აზერბაიჯანს, ეს პრობლემები უშუალოდ შეეხება,განსაკუთრებით კი ამ უკანასკნელს.
მოსალოდნელი შედეგები ყველა კეთილგონიერი ადამიანისთვის არასასურველია,ამიტომ ცეცხლზე ნავთის დასხმის მაგივრად ლიდერებს უნდა ერჩივნოთ ცეცხლი ჩაქრობას შეეცადონ,არავინ არის დაზღვეული,რომ გაჩაღებული ხანძარი მის სახლსაც არ გადაბუგავს.

Facebook Comments
x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...