Home » მთავარი » ოპოზიციის ეს ნაწილი ბრალდებას უყენებს ისევ სახელმწიფოს…

ოპოზიციის ეს ნაწილი ბრალდებას უყენებს ისევ სახელმწიფოს…

სუს-ის მიერ გუშინ გავრცელებული ვიდეოკადრებისა და ნდობის ჯგუფის ფარგლებში სუს-ის ხელმძღვანელის დაბარების შესახებ დასმული კითხვების საპასუხოდ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა:

-„ვახტანგ გომელაური ბრძანდებოდა პარლამენტში და ნდობის ჯგუფს მან სრული ინფორმაცია მიაწოდა. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ნდობის ჯგუფში არის ოპოზიციის წარმომადგენელიც.

რაც შეეხება სპეცოპერაციას. მე შეგახსენებთ კონკრეტულ გარემოებას. როდესაც ტერორისტებმა მოკლეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმელი, ოპოზიციის ნაწილმა ეს დააბრალა ხელისუფლებას. ახლა, როდესაც ჩატარდა სპეცოპერაცია და დაიჭრა ტერორისტებთან სავარაუდო პირდაპირ კავშირში მყოფი ადამიანი და ამის მტკიცებულლება გასაჯაროვდა გუშინ, ოპოზიციის ეს ნაწილი ბრალდებას უყენებს ისევ სახელმწიფოს.

აქედან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ ოპოზიციის ამ ნაწილისთვის და ნაციონალური მოძრაობისთვის, ეროვნული ინტერესების, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის ინტერესი არის სულერთი და ისინი მხოლოდ ვიწროპარტიულ ინტერესებში, ვიწროპარტიულ დღის წესრიგში ცვლიან იმ ღირებულებას, რასაც ქვია ჩვენს ქვეყანაში ადამიანის და საზოგადოების უსაფრთხოება”.

 

Facebook Comments
x

Check Also

ვისაც სურვილი გაქვთ ხანდაზმულებს და შეჭირვებულებს დაეხმაროთ…

თბილისის მერი მადლობას უხდის ყველა იმ კომპანიას თუ მოსახლეს, რომლებიც ხანდაზმულებისა და შეჭირვებული ოჯახებისთვის საკვებ ...