Home » მთავარი » 8 თვიანი განხილვის შემდეგ განაჩენი დღეს გამოცხადდება

8 თვიანი განხილვის შემდეგ განაჩენი დღეს გამოცხადდება

დღეს ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზებისთვის დაკავებული პირების საქმეზე განაჩენი  გამოცხადდება.

პროცესი 15:00 საათზე დაიწყება, მანამდე კი მხარეები საბოლოო სიტყვას იტყვიან. ბათუმში მასობრივი არეულობის ორგანიზებას გამოძიება მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას ედავება.

საქმის განხილვა უკვე 8 თვეა მიმდინარეობს.

ბათუმში ვითარება 2017 წლის 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

მოგვიანებით, აქციამ აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორისდაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

Facebook Comments
x

Check Also

“თუკი კიდევ ერთხელ “ქართული ოცნება” ჩააგდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება დიდი დარტყმა

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებების კიდევ ერთხელ ჩაგდება დიდი დარტყმა ...