Home » მთავარი » შობის მერე იესომ კიდევ ერთი პატარა გადაარჩინა-რუსთავში ნაპოვნი ახალშობილი სტაბილურადაა

შობის მერე იესომ კიდევ ერთი პატარა გადაარჩინა-რუსთავში ნაპოვნი ახალშობილი სტაბილურადაა

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ნაპოვნი ახალშობილი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების მიზნით, კლინიკა “რუსთავის” ჩვილ ბავშვთა განყოფილებაში სამართალდამცველებმა უკვე გადაიყვანეს.

ექიმების თქმით, ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც შსს აცხადებს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენებას გულისხმობს, ვისაც შესაძლებლობა არა აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად.

Facebook Comments
x

Check Also

გია ვოლსკი: შალვა ნათელაშვილის ეზოში შეკრებილი ზოგიერთი სუბიექტის განცხადება არ შეიძლება რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიტერიუმი იყოს

ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი მაშინ იქნება, თუ საგამოძიებო კომისია დაადასტურებს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის ...