Home » მთავარი » რა ხდება თიანეთში – “არაფრის და არავისი არ გვეშინია…”

რა ხდება თიანეთში – “არაფრის და არავისი არ გვეშინია…”

ამ წუთებში თიანეთში თამაზ მეჭიაური ადგილობრივებს ხვდება. მისი მხარდამჭერები ამბობენ, რომ მეჭიაურს საბოტაჟის რეჟიმში უწევს მუშაობა.

Gepostet von Tamaz Mechiauri am Montag, 8. Januar 2018

თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი წოწკოლაური კი არ გამორიცხავს რომ თიანეთში მერის განმეორებითი არჩევნები ჩატარდეს.

“არაფერს არ გამოვრიცხავ,თუმცა საკრებულოს უმრავლესობას პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია”, – აღნიშნა წოწკოლაურმა.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი არ განიხილება. როგორც წოწკოლაური განმარტავს პროექტი ელექტრონული ფორმით საკრებულოს დაახლოებით 40 წუთის წინ გადაეგზავნა და შესაბამისად მისი განხილვა დღევანდელ სხდომაზე არ მოესწრება.

დღის წესრიგში მხოლოდ მერიის საშტატო ერთეულების და მერის მოადგილეების სახელფასო ანაზღაურების საკითხი განიხილება.
“ასეთ პირობებში მერია გვთავაზობს მერის მოადგილეების ხელფასების ზრდას, რასაც ჩვენ მხარს არ დავუჭერთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს წოწკოლაურმა.

Facebook Comments
x

Check Also

“რაც არასდროს არ მითქვამს…”

ინტერპელაციის წესით პარლამენტში მიწვეულმა პრემიერმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის მიუხედავად, საქართველოს ...