Home » მთავარი » “არ ვიცი როგორ ვთხოვო ხალხს დახმარება, მაგრამ შვილის გულისთვის ყველაფერს შევძლებ”

“არ ვიცი როგორ ვთხოვო ხალხს დახმარება, მაგრამ შვილის გულისთვის ყველაფერს შევძლებ”

სააგენტოს 3 შვილის დედა, ირმა კოხრეიძე დაუკავშირდა. ირმა მარტოხელა დედაა. ლაპარაკს ძლივს ახერხებდა ნერვიულობისგან. საქმე იმაშია, რომ 2 წლის ნიაკოს ანორდ კესარის» სინდრომი სჭირს, ხერხემლის თიაქარი, ღია ჭრილობით. ორი მძიმე ოპერაცია, ხერხემალზე და თავზე უკვე გაუკეთდა. სრული გამოჯამრთელებისთვის კი სასწრაფოდ საჭიროებს მესამე ოპერაციას, რომელიც გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული, რაც ოჯახს არ გააჩნია.

ჩვენ ხომ არაერთხელ გვინახავს ერთად დგომის ძალა, ხოდა ახლაც დავდგეთ ერთად და ვიხსნათ პატარა გოგონას სიცოცხლე.

სანამ სრულ სიუჟეტს შემოგთავაზებდეთ-დრო არ ითმენს და მინდა თავად მას მოუსმინოთ.

„ბევრისგან მსმენია სასწულები არსებობსო, მეც მინდა დავიჯერო. სასწაული მაშინ იქნება როცა ჩემი ნატვრა ახდება, ჩემს პატარას გამოუჩნდება ვინმე ღვთისნიერი და სასწრაფოდ შევძლებ ნიაკოს საოპერაციოდ წაყვანას თურქეთში, რომ მან შეძლოს დამოუკიდებლად სიარული… მაშინ დავრწმუნდები რომ სასწაული მართლა არსებობს. ვიცი, რომ თითოეული ოჯახისთვის ამ გაჭირვების ჟამს, თითო ლარიც ძვირფასია. უბრალოდ, გამოუვალი მდგომარეობის გამო მიწევს თქვენი შეწუხება, რისთვისაც დიდ ბოდიშს გიხდით,რომ არა ეს დიდი ტკივილი და ჩემი 2 წლის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ერთ თეთრსაც ვერ ვითხოვდი. მაგრამ ეხლა სხვა გზა არ დამრჩენია, დრო გადის მე კი ვერაფერს ვაკეთებ… 

სისხლი ვერ მიეწოდება ტვინს, გამოსაკვლევია სასწრაფოდ თურქეთში რომ დადგინდეს რა ოპერაციები დაჭირდება კიდევ. მოგმართავთ თხოვნით რომ დამეხმაროთ 6.000 $ გვითხრეს მარტო გამოკვლევები , გზა და ოპერაცია რა დაჯდება ეს კიდევ ჯერ არ ვიცით გამოკვლევების შემდეგ დავადგნთო ასე გვეუბნებიან ექიმები ….

ჩვენ თქვენი თანადგომა დღეს ძალიან გვჭირდება…

https://www.facebook.com/Fund.siketis.kvali/videos/1804814329552057/?hc_ref=ARTK8KqZBndR4X5rUGhIJFgK6NQMKbth1GOGeSKBbTMyPNvY3f4XjDvBMUeJU6vlr1Y&pnref=story

მოდით, ერთად დავაჯეროთ სამი შვილის დედა, რომ სასწაულები არსებობს და ჩვენს ერთობას შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა.

ფეისბუქზე 5000 მეგობარი მყავს, თითომ თუნდაც 1 ლარი რომ გადარიცხოს, პატარა ნიას შველა ექნება.

ანგარიში
საქართველოს ბანკი
მიმღები –  დარეჯან ელიკაშვილი
ანგარიშის ნომერი – GE88BG0000000333935500
ყველანაირი ინფორმაციისთვის დარეკეთ
592779048 – ნიაკოს დედა, ირმა.
არ დაგავიწყდეთ
ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით!
Facebook Comments
x

Check Also

გედევან ფოფხაძე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს  ტოვებს

დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს  ტოვებს. როგორც ფოფხაძემ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ...