Home » მთავარი » ეს ის მდგომარეობაა, როდესაც, ალბათ, ყველანი უნდა დავდუმდეთ…

ეს ის მდგომარეობაა, როდესაც, ალბათ, ყველანი უნდა დავდუმდეთ…

ზაზა ფირალიშვილი

ფილოსოფოსი

-თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა. თქვენთან ერთად მეც ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი დიდი ტრაგედიაა.

ეს ის მდგომარეობაა, როდესაც, ალბათ, ყველანი უნდა დავდუმდეთ. ახლა არ არის, იაფფასიანი პოლიტიკური ნიშნისგების, შურისძიებისაკენ მოწოდების, ძალოვანთა უპირობო დადანაშაულების ან ისეთი თავისმართლების დრო, კიდევ უფრო მეტ ეჭვს რომ გააჩენს.

ეს არ არის ისეთი მოვლენა, რომელზეც ყურმოკრული ამბების ან ეჭვების საფუძველზე შეიძლება ლაპარაკი. არა მგონია, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ვინმემ იცოდეს, რა მოხდა. თქვენთან ერთად ის კი ნამდვილად ვიცი, რომ როდესაც ასეთი უბედურება ხდება, მართალი არავინაა და მგონია, ეს ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ და ქისტებმაც. თუ ამას ვერ გავიგებთ, ღმერთმა დაგვიფაროს და კიდევ მოგვიწევს ახალგაზრდა ადამიანების გამოტირება.

Facebook Comments
x

Check Also

მოლებში და ბაზრობებზე  მომხმარებლების დიდი მობილობაა და მათი გახსნა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება

მიხეილ დაუშვილი:  სავაჭრო  მოლებში და ბაზრობებზე  მომხმარებლების დიდი მობილობაა და მათი გახსნა ამ ეტაპზე ვერ ...