Home » მთავარი » დღეს აქცია კანცელარიასთან – „სოლიდარობა პანკისს: პანკისი არ არის შორს!“

დღეს აქცია კანცელარიასთან – „სოლიდარობა პანკისს: პანკისი არ არის შორს!“

ადამიანის უფლებების სწავლებიდა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ადამიანის უფლებათა ცენტრი , თეთრი ხმაურის მოძრაობა  და აუდიტორია #115-ის ორგანიზებით დღეს 19:00 საათზე კანცელარიასთან პანკისის სოლიდარობის აქცია გაიმართება.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აქციის მოთხოვნაა:

სახელმწიფო უზრუნველყოს სიმართლის დადგენა და ეფექტიანი გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე!

�სახელმწიფომ შეწყვიტოს პანკისის ხეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება!

�ხელისუფლებამ უზრუნველყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკონტროლო ძალაუფლების შეზღუდვა, მასზე საპარლამენტო და საჯარო კოტროლის გაძლიერება და მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება!

�სახელმწიფომ შეასრულოს ყველა მოქალაქისთვის ღირსეული ცხოვრების და სამართლიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის ვალდებულება!

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...