Home » ინტერვიუ » “შპს “ნილთან” არასდროს, არც ერთ ბაღს არ ჰქონია პრობლემები ან შენიშვნები…”

“შპს “ნილთან” არასდროს, არც ერთ ბაღს არ ჰქონია პრობლემები ან შენიშვნები…”

უკვე ცნობილია, რომ ერთი თვის განმავლობაში საბავშვო ბაგა-ბაღების კვებით მომსახურებას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ნილი“ უზრუნველყოფს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ კომპანიას უმცირესი ფასი ჰქონდა წარმოდგენილი, რაც გახდა ტენდერში გამარჯვების შედეგიც, თუმცა ტენდერი არ დასრულებულა, მარჯვენა სანაპიროზე არსებულ საბავშვო ბაღების კვებით მომარაგებაზე ამ ეტაპზეც მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცესი.

გამომდინარე იქიდან, რომ ბაგა-ბაღები ფუნქციონირებას 15 იანვარს განაახლებენ, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა სანაპიროზე განთავსებულ საბავშვო ბაღებს ერთი თვის განმავლობაში შპს „ნილი“ მოემსახურება, ასე რომ ბავშვების კვებას  რაიმე შეფერხება არ შეექმნება.

წინა პერიოდში ბაღებს პროდუქტით კომპანია „ელფი“ ამარაგებდა, რომელზეც კრიტიკა არაერთხელ მოგვისმენია საქართველოს სკოლამდელთა განვითარების და უფლებების დაცვის ლიგის ხელმძღვანელის მზია ფაილოძისგან, თუმცა ახალ კომპანიასთან როგორც აღმოჩნდა მას მხოლოდ დადებითი განწყობა აქვს.

-„წინა სამი წლის განმავლობაში საბავშვო ბაღებს ემსახურებოდა შპს „ელფი“, რომელსაც დეკემბრის 25-ში ეწურებოდა ვადა, სწორედ ამიტომ მოხდა, რომ ბაღები 25-ში დაითხოვეს. მე არაერთი ინტერვიუ მიმიცია „ელფთან“ დაკავშირებით და არც დარღვევებზე საუბარს მოვრიდებივარ არასდროს.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, წელს ტენდერი ორ ლოტად იყო გამოცხადებული, მარჯვენა სანაპიროზე არსებულ საბავშვო ბაღებზე ტენდერი ახლაც გრძელდება და სანამ გამარჯვებული გამოვლინდება, უკვე გამოვლენილი შპს „ნილი“ მოემსახურება ორივე სანაპიროზე არსებულ ბაღებს. ამ კომპანიის საბავშვო ბაღებში წლების განმავლობაში შემოჰქონდა პურ-ფუნთუშეულობა. ჩემი მუშაობის პერიოდში შემოტანილი პურიც და ფუნთუშაც იყო ახალი, კარგი და არასდროს არც ერთ ბაღს არ ჰქონია მათთან პრობლემები, არასდროს დაუმსახურებიათ ან შენიშვნა, ან კრიტიკა. ალბათ შპს გაფართოვდა და მრავალფეროვანი გახადა. რაც შეეხება ერთთვიან ხელშეკრულებას, ამაში არაფერია კანონდარღვევა, ვინაიდან ტენდერი გრძელდება და სწავლა იწყება, აუცილებლობამ განაპირობა ეს ხელშეკრულება.

არის მეორე საკითხიც-არასწორად არის განაწილებული ბავშვებზე კალორიულობა, ბევრი საკვები იყრება, არადა საკმაოდ დიდი თანხაა გამოყოფილი კვებაზე. საჭიროა მენიუს დახვეწაც და ცვლილებაც. კიდევ ერთი-მშობლების უმრავლესობა არის უკმაყოფილო საბავშვო ბაღებში ამხელა არდადეგებით. საბავშვო ბაღებში ამხელა არდადეგები არ უნდა იყოს, მაგრამ თბილისის მთავრობა დაარეგულირებს ამ საკითხს და იმედია გაითვალისწინებს საზოგადოების მოთხოვნას.

მე პირადად, როგორც კომპეტენტური და წლების მანძილზე ამ სფეროში მომუშავე ადამიანი, ნამდვილად გავუწევდი რეკომენდაციას შპს „ნილს“, თუმცა ტენდერი გრძელდება და ვინ გაიმარჯვებს, ეს უვე მათ პირობებზე იქნება დამოკიდებული.

Facebook Comments
x

Check Also

ბორდერიზაციის ადგილიდან დაახლოებით 150 მეტრში…

-“ჩვენი ხელისუფლების ხელისშეწყობით, ატოცში რუსმა ოკუპანტებმა დღე “წარმატებით” დაასრულეს: 330 მეტრი წარმატებით შეღობილია, 147 ბოძზე ...