Home » მთავარი » „თქვენ დეზინფორმაციას ავრცელებთ“ – თიანეთის საკრებულომ კომენტარზე უარი განაცხადა

„თქვენ დეზინფორმაციას ავრცელებთ“ – თიანეთის საკრებულომ კომენტარზე უარი განაცხადა

„უფლებადამცველათა სახლის“ ხელმძღვანელის მამუკა ტუსკაძის ბრიფინგის გაშუქების შემდეგ

იხ.

http://www.gmtv.ge/36545-2/

GmTV – ს  თიანეთის  ბიუროს ხელმძღვანელი ვაჟა თანიაშვილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელს ფეისბუქზე დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ცნობისთვის, მიმოწერა შენახული გვაქვს.

-„საკრებულოს თავმჯდომარე ტელევიზიის მეშვეობით გააკეთებს კომენტარს რომ არ დამახინჯდეს,  ჯეომედიატივისთან თანამშომლობა უშედეგოა, ვინაიდან დეზინფორმაციას ავრცელებთ თქვენ, ახლა შეხვედრაზეა და გვთხოვა, თუ შეიძლება იმედის ეთერში რა კომენტარსაც გავაკეთებ, იმით იხელმძღვანელონო“-განუცხადა საკრებულოს წარმომადგენელმა.

აქვე გვინდა კიდევ ერთხელ დავაკონკრეტოთ – ჩვენ გავაშუქეთ ბრიფინგი და არ გვქონია მამუკა ტუსკაძესთან არც ინტერვიუ და არც ცალკე კომენტარი, სწორედ უფლებადამცველის გაჟღერებულ დარღვევებსა და ბრალდებებზე კომენტარისთვის დავუკავშირდით მეორე მხარეს, თუმცა უშედეგოდ.

საკრებულოდ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „იმედზე“ გაკეთებული კომენტარით ვიხელმძღვანელოთ.

ალბათ ისიც უნდა ვთქვათ, რომ რამდენიმე დრის წინ სააგენტოზე თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარის კომენტარით გავიდა მასალა

იხ.

http://www.gmtv.ge/36366-2/

იმედია საზოგადოება ხედავს, რომ სააგენტო არასდროს ავრცელებს ცალმხრივ მასალებს და შეძლებისდაგვარად ვცდილობთ სხვადასხვა მხარის წარმოჩენას.

სულ ახლახანს კი საკრებულოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია:

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი წოწკოლაურის მიმართ ბოლო დროს გავრცელებული უსაფუძვლო ბრალდებებისთვის შეგვეძლო არც გვეპასუხა, ვინაიდან ისინი არანაირ ფაქტს არ ეფუძნებოდნენ. თუმცა, ვინაიდან ჩვენ პატივს ვცემთ თითოეულ იმ ამომრჩეველს, რომელმაც დღევანდელ საკრებულოს და მათ შორის გიორგი წოწკოლაურს ნდობა გამოუცხადა, ვაქვეყნებთ საკრებულოს თავმჯდომარის პირად ინფორმაციას, ცნობას ნასამართლობის თაობაზე. 
აღნიშნულ დოკუმენტში კარგად ჩანს, რომ იგი არც ნასამართლევია და არც იძებნება.

ჩვენ კი მაინც „დაველოდებით“  თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარის კომენტარს, „იმედზე“ და შემდეგ, რაღა თქმა უნდა წყაროს მითითებით მკითხველს შევთავაზებთ.

Facebook Comments
x

Check Also

იგივე ჩვენთანაც რომ არ განმეორდეს! – საზოგადოების მიმართვა ივანიშვილს

საზოგადოების მიმართვა ბიძინა ივანიშვილს პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს! – ბატონო ბიძინა, მოგახსენებთ, ...