Home » ექსკლუზივი » “ქართველ ერს ისტორიის მანძილზე არაერთი მძიმე ვითარებისთვის გაუძლია და გზას ტაძრამდე მიუყვანია”

“ქართველ ერს ისტორიის მანძილზე არაერთი მძიმე ვითარებისთვის გაუძლია და გზას ტაძრამდე მიუყვანია”

ბლიც -ინტერვიუ უფლებადამცველ გიორგი თევზაძესთან.

-ბატონო გიორგი, ვადევნებთ თვალს თქვენს განცხადებებს, ბოლოდროინდელ სტატუსებს და ამჯერად მხოლოდ ერთი კითხვით დაგიკავშირდით. როგორც უფლებადამცველი, როგორ ფიქრობთ, რა გვჭირს და საით მივდივართ? რა არის თქვენი მთავარი სათქმელი დღეს?

-ცალსახად უნდა ითქვას, ქართველ ერს ისტორიის მანძილზე არაერთი მძიმე ვითარებისთვის გაუძლია, ღირსეულად გადაუტანია ყველა სირთულე, დაფიქრებულა თავის ნების თუ უნებლიედ დაშვებულ შეცდომებზე, სწორი გზა აურჩევია, რომელსაც ერი გადარჩენამდე და ტაძრამდე მიუყვანია, თუმცა უნდა აღინიშნოს ის მძიმე ვითარება და მდგომარეობა, რაც დღეს არის, კერძოდ, ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების წინაპირობას წარმოადგენს დამოუკიდებელი მართლსაჯულების განვითარება და ადვოკატის სამართლებრივი როლის უფრო მეტად ხელშეწყობა და განვითარება საკანონმდებლო დონეზე, ამასთანავე, როდესაც ერი, რომელიც ვიღაცის ხათრით ირჩევს პარლამენტს და მთავრობას და ვერ მოიშორა ბელადომანია… როდესაც ხელისუფლებას უფრო მეტად ბიზნეს ინტერესები უჩევნია ეროვნულ ინტერესებს, იყიდება ყველაფერი რის გაყიდვასაც ინდომებენ უცხოელები…, ასევე ქართული მიწის გასხვისება უცხოელებზე, ამას დაუმატეთ ისიც, რომ საქართველოში მოქალაქეობის მინიჭება  თანდათან უფრო ადვილი ხდება ვიდრე ნებისმიერი ცნობის აღება…

ქვეყანაში განათლების სისტემა ფუნდამენტალურად მისახედია, ამსთანავე გულსატკენია, როცა ილიას, ვაჟას, კონსტანტინე გამსახურდიას და სხვა ქართველი კლასიკოსი მწერლების სწვლება ფაქტიურად იზღუდება , ასევე საქართველოს ისტორიის კურსის სწავლებაც შეიზღუდა და შეიძლება მალე ამოღებულიც კი იქნეს სასწავლო პროგრამიდან როგორც ზოგადსაგანამნათლებლო სკოლებში, აგრეთვე უმაღლეს სასწავლებლებში და საერთოდ გაქრეს სასწავლო პროგრამიდან,  არც ეს გაგვიკვირდება ალბათ, ასევე საგანგაშოა როცა მოსახლეობის უმრავლესობა ეკონომიურ სიდუხჭირეში ცხოვრობს და არათუ სწავლის გაგრძელების საშუალება, არამედ პურის შეძენის საშუალებაც კი არ აქვთ უმეტეს მოქალაქეებს ყოველდღიურად, ქვეყანაში ყოველწლიურად მატულობს უმუშევართა რაოდენობა, რომ არა საქართველოდან წასული ემიგრანტები, რომლებიც მძიმე სამუშაოების შესრულების შედეგად ინახავენ თავიათ ოჯახებს, ალბათ უფრო მძიმე მდგომარეობა იქნებოდა ქვეყანაში, რადგან ხელისუფლება ნაკლებად ან საერთოდ არ ფიქრობს თავის მოქალაქეებზე, მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე, ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნაზე და ა.შ…

საქართველოში ვინც კარგად გრძნობს თავს, ეს ბანკირები, უცხოელი ინვესტორები, პოლიტიკოსები და ჩინოვნიკებია…. მითუმეტეს ზემოჩამოთვლილი პრობლემური მიდგომებისა, ცალსახად კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ქართველ ერს ისტორიის მანძილზე არაერთი მძიმე ვითარებისთვის გაუძლია, ღირსეულად გადაუტანია, დაფიქრებულა თავის ნებსით თუ უნებლიედ დაშვებულ შეცდომებზე და სწორი გზა აურჩევია, რომელსაც ერი გადარჩენამდე და ტაძრამდე მიუყვანია.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...