Home » მთავარი » პოლიციელებისთვის ახალი სამხრე კამერების შეძენა იგეგმება

პოლიციელებისთვის ახალი სამხრე კამერების შეძენა იგეგმება

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის ინფორმაციით, შს სამინისტრო პოლიციელებისთვის ახალი სამხრე კამერების შეძენას გეგმავს.

„დღეს არსებული კამერები თავიანთი ტექნიკური მონაცემებით, დროის ძალიან დიდ მონაკვეთს ვერ იღებენ. როგორც ვიცი, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილია ახალი კამერების შეძენა, თუმცა ესეც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმუმს ცდილობს, რომ შესაბამისი ტექნიკური მონაცემების კამერები შეიძინოს. ეს იქნება უკეთესი როგორც მოქალაქეების დაცულობის, ასევე თავად პოლიციელებისთვის, რადგან როცა პოლიციელს ედავებიან, თუ ის მართალია, ადვილად შეუძლია დაამტკიცოს სიმართლე, თუ კამერები მუდმივად ჩართული იქნება“ – განაცხადა კილაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

“ჩვენ გვესმის ერთმანეთის” – აფხაზი და ქართველი ხელოვანების გზავნილი ამერიკიდან

,,კაცობრიობა ყველაზე მძიმე პერიოდებში ხელოვნების გზით პოულობდა მშვიდობის გზას და ნერგავდა სიყვარულს, ერთ – ერთი ...