Home » მთავარი » პრეზიდენტმა “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტს ვეტო დაადო

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მარგველაშვილმა “მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო.

პრეზიდენტმა კანონპროექტთან დაკავშირებით ორ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, მისი ძირითადი შენიშვნები ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების უფლების მინიჭებას და შესყიდვებთან დაკავშირებულ ცვლილებას.

”ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეებისგან ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებელი. მიხარია, რომ ასეთი დაფინანსების ფორმით არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ეს სიკეთე ეძლევა საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩვენი, გადასახადების გადამხდელების დაფინანსებით.

მაგრამ ამავე დროს საქართველოში ის ბაზარი, რომელიც ასაზრდოებს კერძო ტელევიზიებს, არის მილევადი და მუდამ კლებადი. ამ ბაზარზე კონკურენციაში შესულია არაერთი კომერციული არხი. გადაწყვეტილება, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი შევიდეს ამ ბაზარზე, ჩემი აზრით, პრობლემურია.

მედიამრავალფეროვნება არის ის სიკეთე, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოსთვის და რეალურად მეოთხე ხელისუფლების როლს ასრულებს. იგი ვერ შეასრულებს ამ როლს, თუ საარსებო რესურსი და მედიამრავალფეროვნება არ იქნება უზრუნველყოფილი. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც სიკეთე არ უნდა იყოს დაპირისპირებული მეორე მნიშვნელოვან სიკეთესთან – მედიამრავალფეროვნებასთან. პრივილეგირებული მოთამაშე, რომლის დაფინანსებაც მთელი სარეკლამო ბაზრის ნახევარს წარმოადგენს, როდესაც შედის კონკურენტულ ბაზარზე, კონკურენცია ზარალდება და ჩვენ შესაძლოა, შედეგად მივიღოთ მედიადივერსიფიკაციის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიკეთის დაზარალება, რაც მიუღებელია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

Facebook Comments
x

Check Also

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა, სასწრაფოდ საჭიროა სწრაფი ეკონომიკური გარდაქმნა!

ვეფხია გიორგაძე ეკონომისტი სასწრაფოდ საჭიროა სწრაფი ეკონომიკური გარდაქმნა, დროა დავტოვოთ სოციალიზმი და გადავიდეთ კაპიტალიმზე, სხვაგვარად ...