Home » მთავარი » „ერთი სარკმლის“ პრინციპი მუნიციპალიტეტებში

„ერთი სარკმლის“ პრინციპი მუნიციპალიტეტებში

თბილისის მერიაში მუნიციპალური სერვისების ცენტრალიზება და მისი ერთ სივრცეში მოქცევა იგეგმება.

ამ მიზნით, მერიის ყველა სტრუქტურული ერთეულიდან და გამგეობებიდან გამოიყოფა აღნიშნული ფუნქცია და მისი ცენტრალიზება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში მოხდება.

“შესაბამისი სამსახურები და განყოფილებები აქვს როგორც მერიას, ისე ათივე გამგეობას, არქიტექტურის სამსახურს და ქონების მართვის სამსახურს. რეფორმის ფარგლებში ეს ფუნქციები და ის პერსონალი, რომელიც ამ სერვისებს ახორციელებს, გაერთიანდება ერთ ორგანიზაციაში. ეს არის მუნიციპალური სერვისების განვითარების სამსახური -არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც დღეს უკვე არსებობს. ამ რეფორმის მიზანი არის მომსახურების ერთიანი, მაღალი სტანდარტის დანერგვა, „ერთი სარკმლის“ პრინციპით მომსახურება და რაც ყველაზე მთავარია, მომსახურების ცენტრალიზება. აქამდე, რაიონული გამგეობის მომსახურე პერსონალის კომპეტენცია, მათი მომსახურების სფერო ვრცელდებოდა მხოლოდ რაიონული მასშტაბით. რეფორმის შემდეგ, ყველა ეს თანამშრომელი მომსახურებას გასწევენ არა რაიონული, არამედ მუნიციპალური მასშტაბით, ანუ, ჩვენს მოქალაქეებს არ მოუწევთ გადაადგილება შორ მანძილზე, შეძლებენ ნებისმიერ გამგეობაში და ნებისმიერი მომსახურების ცენტრში მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიიღონ მუნიციპალური სერვისები“ – განმარტა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

გახარია პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა

დღეს, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა. პარლამენტთან “შეცვალეს”  წევრების აქცია მიმდინარეობა. -გვახსოვს ...