Home » მთავარი » დღეს ოთარ მეღვინეთუხუცესის დაბადების დღეა – პატივს მივაგებთ მის ხსოვნას

დღეს ოთარ მეღვინეთუხუცესის დაბადების დღეა – პატივს მივაგებთ მის ხსოვნას

გენიალური მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი დაიბადა 1932 წლის 16 იანვარს.

არ გვეგულება არც დიდი და არც პატარა, მისი სახელი რომ არ იცოდეს და მისი ფილმები არ ქჰობდეს ნანახი. მრავალი პრემიის, ჯილდოს და პრიზების ლაურიატი, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იყო გასტროლებზე და ყველგან დატოვა წარუშლელი კვალი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1954 წელს.

1954-1967წწ. იყო კოტე მარჯანშვილის სახელობის თეატრისა და 1967-1975წწ. რუსთავის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი; 1975 წლიდან კვლავ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია; 1995 წლიდან ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. კოტე მარჯანიშვილის დრამატული თეატრში შესრულებული როლები: ვეზირი(ნაზიმ ჰიქმეთი, “ლეგენდა სიყვარულზე”), გიჟი რევაზი(ილია ჭავჭავაძე “კაცია ადამიანი?!”), ქარიყლაპია(ვალერიან კანდელაკი, “მაია წყნეთელი”), ჩონთა(ვაჟა-ფშაველა “მოკვეთილი”), ლორდ ლეველი(უილიამ შექსპირი, “რიჩარდ მესამე”), ოიდიპოსი(სოფოკლე, “ოიდიპოს მეფე”), რომულუს ავგუსტუსი(ფრიდრიხ დიურენმატი, “რომულუს დიდი”) ოტელო(უილიამ შექსპირი “ოტელო”) და სხვ.; რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრი: სირანო(ედუარდ როსტანი, “სირანო დე ბერჟერაკი”), ნიკოლოზ პირველი(ვადიმ კოროსტილევი “ასის წლის შემდეგ”), სატინი(მაქსიმ გორკი, “ფსკერზე”) და სხვ.; მოსკოვის სამხატვრო თეატრი: კრეონი(ჟან ანუი “ანტიგონე”, რეჟ.: თემურ ჩხეიძე); შესრულებული აქვს 20-მდე კინო როლი: ჯამბულატი(“ფატიმა” ), გიგა ბეთანელი(“კეთილი ადამიანები”), ჯოყოლა(“ვედრება”), მეფე გიორგი(“დიდოსტატის მარჯვენა”), არზაყანი(“მთვარის მოტაცება”), ელიოზი(“ნატვრის ხე”) , დათა(“დათა თუთაშხია”), ისიდორე(“თეთრი ბაირაღები”) და სხვ.

დიდი მსახიობი 81 წლის ასაკში 2013 წლის 9 მაისს  გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ჩვენ პატივს მივაგებთ მის ხსოვნას და ვულოცავთ დაბადების დღეს იქ, ზეციერ საქართველოში!

Facebook Comments
x

Check Also

“ძვირფასო ქალებო, ნურავინ მოგატყუებთ და ნურც თავს მოიტყუებთ…”

გიორგი კეკელიძე -იმ ქალს, მოკლულ გოგონას რომ ჭკუას ასწავლის, ოდესღაც აუცილებლად ექნებოდა სხვა ოცნებები. მერე ...