Home » მთავარი » „გავასაჯაროვებთ იმ პოლიციელების ვინაობას, რომლებმა პალიაშვილის სიცოცხლე იმსხვერპლეს“ -აქცია

„გავასაჯაროვებთ იმ პოლიციელების ვინაობას, რომლებმა პალიაშვილის სიცოცხლე იმსხვერპლეს“ -აქცია

პაატა პალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით 16 იანვარს 20:00 სთ.ზე ორთაჭალაში მთავარ პროკურატურასთან აქცია გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორი უფლებადამცველები აცხადებენ, აქციაზე  გაჟღერდება სხვადასვა მოთხოვნები.

-დღეს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა პალიაშვილის საქმეზე. ხელისუფლება ცდილობს მიჩქმალოს ეს საქმე, ამას არ დავუშვებთ!!!

გავასაჯაროვებთ იმ პოლიციელების ვინაობას ვინც იმსხვერპლა ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე. მოვითხოვთ დამნაშავეების დასჯას….

ყველას გთხოვთ მობრანდეთ და ერთად ვთქვათ ხმამაღლა სათქმელი. ამ საქმეზე დუმილი დანაშაულია და მორიგ მსხვერპლს ნიშნავს…

აქციას შემოუერთდებიან გარდაცვლილი პავლიაშვილის ოჯახის წევრებიც“-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში თესლბრუნვის პრაქტიკის დანერგვა დაფინანსდება

კორონავირუსთან  ბრძოლის პარალელურად, საქართველოს რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დაცვით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ფერმერები ინტენსიურად ...