Home » F-vews » “სიცოცხლის მოსპობის მუქარა!..-ყურადღებით შსს, მედია, სახელმწიფო!”

“სიცოცხლის მოსპობის მუქარა!..-ყურადღებით შსს, მედია, სახელმწიფო!”

F-news

ლუკა ფეიქრიშვილი

პროგრამისტი

-საჭიროდ ვთვლი ამ სტატუსის დაწერას და ჩემს აზრსაც გამოვთქვავ, ალბათ უმეტესობამ იცის და გაიცნო “დომენიკ მანგო”, რომელიც ვიდეოებში თავის აზრს აფიქსირებს კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით,
იქნება ეს ჯიპიანი მამაოები თუ გაჭირვებული ხალხი, ვფიქრობ აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს,
სიტყვის თავისუფლება და ზოგადად შეხედულების საჯაროდ დაფიქსირება რაიმე კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ამ ადამიანის სიცოცლეს ემუქრება საფრთხე, სოციალურ ქსელებში არის საჯარო მოწოდება ასე რო ვთქვათ მისი მოკვლის შესახებ, ავრცელებენ მის მისამართს, მისი მშობელის მისამართს,მშობელის სახელს და სხვა ინფორმაციას, ემუქრებიან საჯაროდ, ემუქრებიან ანგარიშსწორებით,
ეუბნებიან,რომ თუ საქართველოში დაბრუნდება მოკლავენ…

მისი ვიდეოების ნახვის შემდეგ შესაძლოა ეკლესიამ დაკარგა მრევლის გარკვეული ნაწილი, ან ათასობით ლარი,ან სულაც ნდობა, ფაქტია ის, რომ ამ პიროვნების ვიდეო მესიჯებს მოყვა ათასობით გამოხმაურება და ცალსახად ვიღაცის ინტერესებშია მისი გაჩუმება…

მე აქ არ ვსაუბრობ გინებაზე და სიტყვიერ შეურაწყოფაზე, აქ საუბარია უშუალოდ სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე, რაც ვფიქრობ პრესამ და მედიამ უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს, არც სახელმწიფომ მათ შორის,რადგანაც პიროვნება საქართველოს მოქალაქეა,
პირადად მე საეკლესიო თემებში არ ვერევი და ჩემი აღშფოთება გამოიწვია ასე საჯაროდ სიცოცხლის მოსპობის მუქარამ…

ვფიქრობ შ.ს.ს უნდა ჩადგეს საქმის კურსში და დაინტერესდეს უფლებადამცველიც…

Facebook Comments
x

Check Also

გახარია პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა

დღეს, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა. პარლამენტთან “შეცვალეს”  წევრების აქცია მიმდინარეობა. -გვახსოვს ...