Home » მთავარი » “მაჩალიკაშვილებს უფლება აქვთ გამოძიების მიმდინარეობას იცნობდნენ”

“მაჩალიკაშვილებს უფლება აქვთ გამოძიების მიმდინარეობას იცნობდნენ”

სახალსო დამცველი დუისის საზოგადოებრივ ცენტრში იმყოფება. იქამდე კი ნინო ლომჯარია მაჩალიკაშვილების ოჯახს, უხუცესებს და ქალთა საბჭოს წევრებს შეხვდა.

ლომჯარიამ ოჯახისგან მოისმინა სპეცოპერაციის დეტალები და განაცხადა, რომ ოჯახს უფლება აქვს გამოძიების შესახებ ჰქონდეს ინფორმაცია.

“ოჯახმა გაიხსენა სპეცოპერაციის ღამის დეტალები. მათ აქვთ შეკითხვები თემირლანის დაჭრის საქმესთან და ასევე საძინებელ ოთახში ხელყუმბარის არსებობასთან დაკავშირებით. ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხებს მაჩალიკაშვილები მოკლე ვადებში ითხოვენ. ჩვენ ერთგვარი შუამავლის როლს ვასრულებთ. ოჯახს აქვს უფლება გამოძიების მიმდინარეობას იცნობდეს და ინფორმაცია ქონდეს მტკიცებულებების შესახებ. თუმცა ამ დრომდე მათ არავინ დაკავშირებიათ. ამიტომ ოჯახს უსამართლობის გრძნობა აქვს. ისინი ობიექტურ და სამართლიან გამოძიებას ითხოვენ, “- განაცხადა სახალხო დამცველმა.

Facebook Comments
x

Check Also

უამრავი სიურპრიზი – ზედაზენი „ბლექსი არენაზე” დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებების სპონსორია

სს “ქართული ლუდის კომპანია” Check in Georgia-ს ფარგლებში,  „ბლექ სი არენაზე” განხორციელებული და დაგეგმილი მნიშვნელოვანი ...