Home » მთავარი » ბასიანის ინციდენტზე სააპელაციომ გირაო პატიმრობით შეცვალა

ბასიანის ინციდენტზე სააპელაციომ გირაო პატიმრობით შეცვალა

პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა თბილისის სააპელაციო სასამართლომ  და ღამის კლუბ ბასიანთან, ერთი სამართალდამცველისა და კლუბის დაცვის ორი წევრის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ამ გადაწყვეტილებითი სააპელაციომ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულს აღკვეთის სახით 30 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ.

დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ მოსამართლემ ვერ გაუძლო ზეწოლას და პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. ადვოკატი იმასაც ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იცავდა, თუმცა აქვე დასძინა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას უყენებს.

გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

Facebook Comments
x

Check Also

ვისაც სურვილი გაქვთ ხანდაზმულებს და შეჭირვებულებს დაეხმაროთ…

თბილისის მერი მადლობას უხდის ყველა იმ კომპანიას თუ მოსახლეს, რომლებიც ხანდაზმულებისა და შეჭირვებული ოჯახებისთვის საკვებ ...