Home » მთავარი » რამდენიმე ბაღში რძე ღვინის ეტიკეტით შეფუთული პაკეტით შეიტანეს

რამდენიმე ბაღში რძე ღვინის ეტიკეტით შეფუთული პაკეტით შეიტანეს

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, დედაქალაქის რამდენიმე ბაღში რძე ღვინის ეტიკეტით შეფუთული პაკეტით შეიტანეს. როგორც ბენდელიანმა მერიაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, პროდუქტი მოთავსებული იყო ერთჯერად პაკეტში, რომელიც ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა, თუმცა მას რძის პროდუქტის ეტიკეტი არ ჰქონდა.

„გუშინვე მოხდა ამ კომპანიისთვის მითითება, რომ გამოსწორებულიყო ხარვეზი, რასთან დაკავშირებითაც კომპანიიდან მივიღეთ პასუხი, რომ პროდუქტის შეფუთვა სრულად ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანია აცხადებს, რომ ამოწურული იყო რძისთვის საჭირო შესაფუთი მასალა და უახლოეს პერიოდში მოხდება ხარვეზის გამოსწორება. მერია და ბაღების მართვის სააგენტო ორიენტირებულია ბაღებისთვის ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებაზე და არანაირ გადაცდომას და ხარვეზს ჩვენ არ შევეგუებით”, – ამბობს ბენდელიანი.

მისივე თქმით, რძის შემოწმებისთვის მერიამ უკვე მიმართა ლაბორატორიას.

ირაკლი ბენდელიანმა დღეს ასევე ბაღების საკვები პროდუქტებით მომარაგების საკითხზეც ისაუბრა. მერის მოადგილე კატეგორიულად უარყოფს დედაქალაქის ბაღებში საკვები პროდუქტების არასაკმარისად შეტანის ფაქტს და აცხადებს, რომ ბაღების მენიუ სტანდარტს შეესაბამება. „ბაღების საკვები რაციონის კალორაჟი ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციის საფუძველზე დაკორექტირდა“, – აცხადებს ბენდელიანი.

Facebook Comments
x

Check Also

მურად წურწუმიას საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

მარიამ ახალკაცი  ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ მურად წურწუმიას საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ, ...