Home » მთავარი » “მავთულხლართის გადაწევის პარალელურად სოხუმში კაზაკთა გააქტიურება შეინიშნება”

“მავთულხლართის გადაწევის პარალელურად სოხუმში კაზაკთა გააქტიურება შეინიშნება”

რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩასთან გავლებული მავთულხლართები ჩახსნეს. რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის დემონტაჟი დეკემბრის ბოლოს დაიწყეს. მავთულხლართები დაახლოებით 200 მეტრით უკან გადაწიეს.

ამ საკითხზე კომენტარისთვის “დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელს ოთარ ფანცულაიას დავუკავშირდით.

დაზუსტებით რაიმეს მტკიცება რთულია. ითქვა, რომ საოკუპაციო საზღვრის ამ მონაკვეთის შესახებ ისაუბრეს გალის ოთმხრივ შეხვედრაზე. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი დიდი ენთუზიაზმით არასოდეს ეკიდება შეთანხმებებს. საზღვრის გადაწევის პარალელურად შეინიშნება კაზაკთა გააქტიურება სოხუმში. მათ აფხაზეთს რუსეთის ისტორიული ნაწილი უწოდეს.. ჩრდილოელი მეზობელი აქტიურად აკვირდება შიდა პროცესებს ჩვენს ქვეყანაში, მან იცის საქართველოს ხელისუფლების პასიური, მომლოდინე პოლიტიკის შესახებ, ამიტომ კაზაკთა აქტიურობის განეიტრალების აუცილებლობა მას არ ჰქონდა.

ამდენად, დიდი ალბათობით, საზღვრის უკან გადაწევა მიზნად ისახავდა საქართველოში პრორუსული განწყობების სტიმულირებას.

-ხომ არ ემზადება რუსეთი ერთიანი იერიშისთვის?

არა, ახლო ხანებში გართულება მოსალოდნელი არ არის. რუსეთს ბევრი სხვა საზრუნავი აქვს. აფხაზეთის რუსიფიკაცია მათი მთავარი მიმდინარე ამოცანაა. აქვე გავიხსენებდი რკინიგზის გახსნის თემას. სივრცე პოლიტიკური თამაშებისთვის მათ ჯერ კიდევ აქვთ.

Facebook Comments
x

Check Also

“მთავრობამ შიმშილისგანაც უნდა დაიცვას სახლში დარჩენილი მოსახლეობა”

საქართველოს მთავრობის მიერ საყოველთაო კარანტინის გამოცხადებას “ერთიანი საქართველოს” ლიდერი ეხმაურება და ამბობს, რომ მოსახლეობის უმეტესობა ...