Home » მთავარი » “იმპერიის ეშმაკობების გათვალისწინებით ადმინისტრაციული საზღვრით მანიპულირება ცუდია!”

“იმპერიის ეშმაკობების გათვალისწინებით ადმინისტრაციული საზღვრით მანიპულირება ცუდია!”

რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩასთან გავლებული მავთულხლართები ჩახსნეს. რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის დემონტაჟი დეკემბრის ბოლოს დაიწყეს. მავთულხლართები დაახლოებით 200 მეტრით უკან გადაწიეს.

ამ საკითხზე კომენტარისთვის აფხაზეთის მთავრობის მრჩეველთა ბიუროს წევრს, პოლიტოლოგს კახა თორიას დავუკავშირდით.

-დე-ფაქტო აფხაზეთი, ოსი სეპარატისტებისგან განსხვავებით სერიოზულად ეკიდება ე.წ. “კვაზისახელმწიფოებრიობანას თამაშს”.

ამ ეთნოსს “ნაციონალური ინტერესების” განხორციელება მართლა ნატურალურად უნდა, განსხვავებით ოსებისგან, რომლებიც დიდი დაფიქრების გარეშეც ფედერაციულ სუბიექტად გამწესდებიან რუსეთის აგებულებაში. ამდენად, გამორიცხული არ არის გალის მოლაპარაკებებზე თუ ჟენევის ფორმატში დაყენებული საკითხები ნაწილობრივ ყურად იღეს და ამით პოლიტიკური კულტურის სიმულაცია გაითამაშეს. ეს ლოკალურად, მაგრამ გლობალურად ადმინისტრაციული საზღვრის არც გადმოწევა და არც კვლავ დაწევა, სახარბიელო მოვლენა არ არის, იმპერიის ეშმაკობების გათვალისწინებით და იქ სადაც ფსევდოსაამებელი მოხდება ადვილად, შესაძლოა ნერვების ომისთვის ფსიქოლოგიური ზეწოლა და კვლავ გადმოწევაც უხილავად პროვოცირდეს.

ამასთან, შეგახსენებთ რომ ხურჩა და რამოდენიმე სოფელი ენგურს გაღმა მდებარეობს და სეპარატისტების ძველი და დაობებული კანონპროექტით მათ ტერიტორიებად მოიხსენიება, თუმცა რეალიებიდან გამომდინარე ეს თემა სამუდამოდსავით მიაძინეს და მიღებული შედეგიდაც კმაყოფილები არიან, მხოლოდ ქართველები კვლავ არ გაგვაღიზიანონ და დრო გაიტანონ.

უნდობლობის საფუძველს იძლევა ის, რომ ხურჩა სამჯერ იქნა დაპყრობილი (93.98.2008.), ორჯერ სასტიკად და სისხლის თუ ცეცხლის ფასად და მესამედ 2008-ში 3 თვით, მაგრამ რბილი ძალით, რადგან სეპარატისტები მოფერებით გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ერთი საზოგადოება ვართ და ხურჩამაც აფხაზებთან ერთად უნდა იცხოვროს გარანტირებული მშვიდობის ეგიდით. ასეთი კომპლექსური სიტუაციაა დღესდღეობით და მიმაჩნია რომ, ყველა შემთხვევაში ადმინისტრაციული საზღვრით მანიპულირება ცუდია, რადგან როგორც გითხარით, ეს აფხაზებს გულით რომც უნდოდეთ, იმპერიის უნარების გათვალისწინებით შესაძლოა მანევრების საგანიც იყოს…-განაცხადა თორიამ.

Facebook Comments
x

Check Also

უამრავი სიურპრიზი – ზედაზენი „ბლექსი არენაზე” დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებების სპონსორია

სს “ქართული ლუდის კომპანია” Check in Georgia-ს ფარგლებში,  „ბლექ სი არენაზე” განხორციელებული და დაგეგმილი მნიშვნელოვანი ...